მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » კახეთში ეპიდსიტუაცია უკიდურესად იძაბება – დადებითობის მაჩვენებელი 20%-ს აღწევს

კახეთში ეპიდსიტუაცია უკიდურესად იძაბება – დადებითობის მაჩვენებელი 20%-ს აღწევს

საქართველს რეგიონებს შორის, ყველაზე რთული ეპიდვითარება კახეთშია, სადაც კოვიდ 19-ის დადასტურების 7-დღიანი მაჩვენებელი 19,8%-ს შეადგენს. კახეთის შემდეგ ყველაზე მძიმე ვითარება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია – 14,6%. მაღალია დადებითობის, ანუ ვირუსის გავრცელების ინტენსივობის მაჩვენებელი იმერეთში და ის 10,4%-ს შეადგენს. შედარებით კარგი მდგომარეობა ამ კუთხით აჭარაშია, სადაც აღნიშნული მაჩვენებელი 3,3%-ია, თბილისში 5,1%, ხოლო სამცხე-ჯავახეთში 5,9%.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.64 %-ს აღწევს,  ბოლო 7 დღის 7.6 %-ს, ბოლო 14 დღის კი 6.25 %-ს.

მკვეთრადაა გაზრდილი რეპროდუქციის ინდექსიც (RT), რომელიც გამოხატავს იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებსაც ვირუსი ერთმა დაინფიცირებულმა პაციენტმა გადასდო, ეს კოეფიციენტი დღეს 1.48-ს შეადგენს.

იხილეთ ასევე

თბილისში ბაღების ნახევარზე მეტი დახურულია, ქვეყნის მასშტაბით კი 108 სკოლა და 687 კლასი დისტანციურ რეჟიმზეა

ბოლო კვირის მონაცემით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი. ინფორმაციას …