მთავარი » მსოფლიო » კალიფორნიაში მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა

კალიფორნიაში მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა

კალიფორნიაში მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს.

კალიფორნია ნიუ იორკის შემდეგ მეორე შტატია, სადაც მსგავსი ნაბიჯის გადადგმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა.

როგორც კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა განაცხადა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მიზანია, ინფექციასთან ბრძოლა გააქტიურდეს.

როგორც აღინიშნა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი დაეხმარება ადგილობრივ მთავრობას დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელი სამუშაოების კოორდინაციაში, მათ შორის იგეგმება მეტი ვაქცინის წარმოება და მოქალაქეებისთვის ახსნა-განმარტებითი სამუშაოების ჩატარება.

არსებული მონაცემებით, კალიფორნიამ უკვე მიიღო მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინის 61 ათასი დოზა. აცრილია 25 000 ადამიანი.

მაიმუნის ყვავილის ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ია გამოვლენილი. დაავადების გავრცელების გამო, ნიუ იორკისა და კალიფორნიის შტატების გარდა, საგანგებო რეჟიმი ქალაქ სან ფრანცისკოშიც არის გამოცხადებული.

 

1tv.ge

იხილეთ ასევე

ზაზა წერეთელი: “XBB.1.5 -ით გამოწვეული ტალღა შეიძლება დაემსგავსოს წინა და სახიფათო მწვერვალებს”

ომიკრონის ახალი ქვევარიანტით XBB.1.5 -ით გამოწვეული ტალღა შეიძლება დაემსგავსოს წინა და სახიფათო მწვერვალებს, როგორიც იყო …