მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტების ფასი ივნისის თვეში 33.19%-ით არის შემცირებული
კარდიოლოგიური ჯგუფის 16 დასახელების მედიკამენტის ღირებულება წინა თვესთან შედარებით შემცირდა, ხოლო სამი მედიკამენტის ფასი უცვლელი დარჩა.

კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტების ფასი ივნისის თვეში 33.19%-ით არის შემცირებული

ჯანდაცვის პლატფორმა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციასთან ერთად ფანასკერტელი ფარმა მონიტორის ფარგლებში აგრძელებს კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტების ფასის კვლევას.

ორგანიზაციების მიერ  19 დასახელების მედიკამენტის ფასზე დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ ივნისში, მაისის თვესთან შედარებით  კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტების ფასი 33.19%-ით, 9.75 პუნქტით არის შემცირებული.

კვლევისას დადგინდა, რომ კარდიოლოგიური ჯგუფის 16 დასახელების მედიკამენტის  ღირებულება  წინა თვესთან შედარებით შემცირდა, ხოლო სამი მედიკამენტის ფასი უცვლელი დარჩა.

კვლევის პერიოდში შესწავლილ იქნა შემდეგი მედიკამენტები, რომლებზეც  ფასთა ცვლილებამ მაისისა და ივნისის თვეში ასეთი სურათი მოგვცა:

  1. Trimetazidine (Trimetazidine dihydrochloride) / ტრიმეკორი MR  35 მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების გარსით დაფარული ტაბლეტი (60ც)-
    95ლ
  2. Amlodipine / ადიპინი 5მგ; (30 ტაბლეტი)- 6.29 ლ
  3. Amlodipine / ლიპრიმარი 10მგ; (100 ტაბლეტი); 120.71ლ;
  4. Bisoprolol / კონკორი 5მგ (30 ტაბლეტი)- 7.65ლ;
  5. Diosmin + Hesperidin / დეტრალექსი 500 მგ (60 ტაბლეტი)-26.75ლ;
  6. Enalapril / ბერლიპრილი 5მგ (30 ტაბლეტი)- 3.49ლ;
  7. Perindopril arginine / პრესტარიუმი 5მგ (30 ტაბლეტი)-17.29ლ;
  8. Perindopril Arginine + Indapamide / ნოლიპრელი არგინინი (2.5 მგ+0.625 მგ;30 ტაბლეტი)-18.20ლ;
  9. Perindopril Arginine + Indapamide / ნოლიპრელი ფორტე არგინინი 5 მგ+1.25მგ
    30 ტაბლეტი; -26.40ლ;
  10. Rosuvastatin / კრესტორი ( 10მგ; 28 ტაბლეტი)-44.98 ლ
  11. Valsartan / ვალტანი (80 მგ; 14 ტაბლეტი)- 10.37ლ
  12. Valsartan + amlodipine / ექსფორჯი (10მგ+160 მგ)-27.03 ლ
  13. Valsartan + hydrochlorothiazide / კო–ვალტანი (80 მგ+12.5 მგ; 14 ტაბლეტი)-10.20ლ;
  14. Clopidogrel / პლავიქსი (75მგ;28 )-26.35ლ
  15. Perindopril Arginine + Amlodipine / პრესტარიუმი კომბი არგინინით (5MG+5MG, 30 ტაბლეტი)-26.95ლ
  16. Valsartan / დიოვანი (160 MG, 14 ტაბლეტი)-11.90ლ

ფასი არ შეცვლილა შემდეგ პრეპარატებზე:

  1. Trimethazidine / პრედუქტალი (MR 35მგ,60 ტაბლეტი) – 27.80ლ
  2. Trimetazidine / პრედუქტალი MR (35მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების შემოგარსული,60 ტაბლეტი) -22.80ლ
  3. Indapamide / არიფონ რეტარდი (1.5მგ, 30 ტაბლეტი)-18.51ლ

ჯანდაცვის პლატფორმა და აფბა კვლავ აგრძელებს სხვადასხვა ჯგუფებში შემავალი მედიკამენტების ღირებულებისა და ფარმაცევტულ ბაზარზე წამლის ფასის ზრდა-კლების გამოკვეთილი  ტენდენციის შესწავლას.

შეგახსენებთ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, ჯანდაცვის პლატფორმამ და აფბამ  მედიკამენტების ბაზარზე ფასების მონიტორინგი ჯერ კიდევ 2016 წლის აგვისტოში დაიწყო.

ვინაიდან  ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასები მუდმივად არის მსჯელობის საგანი, სწორედ ამიტომ შეიქმნა ეკონომიკური ინდექსი – ,,ფანასკერტელის ინდექსის“ სახელწოდებით.  ინდექსი საშუალებას იძლევა, რომ მედიკამენტების ყველაზე მოთხოვნად კონკრეტულ ჯგუფებზე  ყოველთვიური დაკვირვების შედეგად ფასთა ცვლილების დინამიკა უფრო გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს.

იხილეთ ასევე

ფარმაცევტული კომპანიებისთვის რეგულაციები არ გადავადდება – ჯანდაცვის მინისტრი ბიზნესს მხარდაჭერას პირდება

“ხელს შეგიწყობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯებით და რაც შეიძლება უსაფრთხოდ გადავიდეთ GMP სტანდარტზე”, – …