მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ეკატერინე ტიკარაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით საჯაროდ აიცრა

ეკატერინე ტიკარაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით საჯაროდ აიცრა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა.

მინისტრმა „ასტაზენეკას“ ვაქცინა საჩხერის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა.

მინისტრმა ვაქცინაციის შემდეგ განაცხადა, რომ იმუნიზაციის პროცესში სამედიცინო პერსონალის გამჭვირვალე ჩართულობა მნიშვნელოვანია.

„გუშინ საჩხერის კლინიკისა და მედპერსონალთან მიმართებით გაისმა საყვედური, რომ ისინი უარს აცხადებდნენ ვაქცინაციის პროცესზე. მე, რა თქმა უნდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას კლინიკაზე, რომლის დირექტორიც რამდენიმე წელი ვიყავი და მიმაჩნია, რომ ამ კლინიკის სამედიცინო პერსონალს, როგორც თვითონ კლინიკას, მრავალწლიანი გამოცდილება და სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის ტრადიცია გააჩნია. ისინი, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ გრძნობენ მაღალ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას. მიმაჩნია, რომ ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო პერსონალის გამჭვირვალე ჩართულობა არის მნიშვნელოვანი როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე ექიმებისა და იმ კლინიკისთვის, სადაც მე ბევრი დადებითი წელი მაქვს გატარებული. ჩავთვალე, რომ ჩემი ვაქცინაციის აქ ჩატარება იქნებოდა გარკვეულწილად სიმბოლურიც და დიდი მოტივის მომცემიც, როგორც საჩხერის კლინიკის მედპერსონალისთვის, ასევე ამ რეგიონისთვის. უკუჩვენება რომ ყოფილიყო, მე ვაქცინაციას არ ჩავიტარებდი. სწორედ აქედან გამომდინარე იქნა შევსებული კითხვარი, რომელსაც გავეცი დეტალურად პასუხი, ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საჯარო პირებიდან კოვიდ 19-ზე ვაქცინაცია პირველმა პაატა იმნაძემ, პირდაპირ ეთერში ჩაიტარა, იგივე ნაბიჯი ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც გადადგა.

საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო.

იხილეთ ასევე

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა შემცირდა – ინფიცირებულია 1085 ადამიანი

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, წინა დღესთან შედარებით შემცირდა და 1085 შეადგინა. გამოჯანმრთელდა …