მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » კენ ვოლკერის კლინიკის ბავშვთა რეაბილიტაციის მიმართულება დღეიდან ჩვეულ რეჟიმში განაახლებს მუშაობას

კენ ვოლკერის კლინიკის ბავშვთა რეაბილიტაციის მიმართულება დღეიდან ჩვეულ რეჟიმში განაახლებს მუშაობას

კენ ვოლკერის კლინიკის ბავშვთა რეაბილიტაციის მიმართულება დღეიდან, 6 სექტემბრიდან, ჩვეულ რეჟიმში განაახლებს მუშაობას.
ცენტრში აცხადებენ, რომ ემსახურებიან ნებისმიერი ასაკის ბავშვსა და მოზარდს და ითვალისწინებენ თითოეული ბავშვის და ოჯახის უნიკალურობასა და ინდივიდუალ, განსხვავებულ საჭიროებებს.
ბავშვთა ასაკის ჯანმრთელობის მდგომარეობები, რომლებსაც მოიცავს სარეაბილიტაციო მომსახურება, შემდეგია:
განვითარების შეფერხება ბავშვებში;
ცერებრული დამბლა;
თავის ტვინის ტრავმული დაზიანებებით გამოწვეული მდგომარეობები;
ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებებით გამოწვეული მდგომარეობები;
პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებები;
ნერვკუნთოვანი დაავადებები;
განვითარების შეფერხებით მიმდინარე გენეტიკური დაავადებები;
ორთოპედიული დაზიანებებისა და ოპერაციის შემდგომი მდგომარეობები;
სქოლიოზები.
ვიზიტის დასაგეგმად ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა დარეკოთ ნომერზე:
+995 32 2 11 20 20; +995 599 233 916 (თბილისი; გუდამაყრის ქ. N4.)
ბათუმი; ბაქოს ქუჩის N 8 (ყოფილი გოგებაშვილის N 40)
995 577 777 052
კენ ვოლკერი კლინიკის ინფორმაციით, მათი გუნდის 72% არის სრულად ვაქცინირებული , ხოლო დანარჩენი 28% ელოდება სრულ ვაქცინაციას.

იხილეთ ასევე

„ახალ სიცოცხლეში“ კორონავირუსი აივ-ინფექციისა და სხვა დაავადებების მქონე ორსულებმა დაამარცხეს

კოვიდის მკურნალობის პროცესში კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ სამეანო გინეკოლოგიური დეპარტამენტი ჩაერთო, რომელშიც მობილიზებული და სრულად აღჭურვილია …