მთავარი » დაზღვევა » კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის მხოლოდ 17% სარგებლობს – მონაცემი წლიდან წლამდე პრაქტიკულად არ იზრდება

კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის მხოლოდ 17% სარგებლობს – მონაცემი წლიდან წლამდე პრაქტიკულად არ იზრდება

2021 წელს სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 305,5 მლნ. ლარი შეადგინა (გასულ წელს 267,6 მლნ. ლარი იყო). სექტორის გასული წლის მონაცემებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური აქვეყნებს. აღნიშნული მონაცემების თანახმად, ამ სეგმენტში ბაზრის ლიდერი „ჯიპიაი ჰოლდინგია“ 28%-იანი წილით. მეორეა „იმედი ელი“, რომელიც ბაზრის 20 %-ს ფლობს, „არდი“ კი ბაზრის 16%-ით მესამეა.

სტატისტიკის თანახმად, სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 17% სარგებლობს. იგივე მდგომარეობა იყო 2020 წელს, 2019-ში ეს მაჩვენებელი 16%-ს შეადგენდა, 2018 წელს 15%-ს.

ჯანმრთელობის დაზღვევის მოქმედი პოლისების რაოდენობა ამ ეტაპზე 637,953-ს შეადგენს, გასულ წელს კი ეს რაოდენობა 620,408 იყო.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ოჯახის ექიმები შესაძლებლობების ზღვარზე არიან – სადაზღვევო სექტორი პაციენტების მართვაში ცვლილებებს ითხოვს

სადაზღვევო კომპანიების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის რგოლში პაციენტების მართვის პროტოკოლის შეცვლას სთხოვს, რათა ოჯახის …