მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » „ხალხი დაიღალა, ქვეყანას აქვს ბევრი ვაქცინა და შეუძლია მართოს ვირუსი“ – კულუმბეგოვი შეზღუდვების მოხსნაზე

„ხალხი დაიღალა, ქვეყანას აქვს ბევრი ვაქცინა და შეუძლია მართოს ვირუსი“ – კულუმბეგოვი შეზღუდვების მოხსნაზე

ხალხი დაიღალა, ქვეყანას აქვს ბევრი ვაქცინა და შეუძლია მართოს ვირუსი – ასე ეხმაურება იმუნოლოგ-ალერგოლობი ბიძინა კულუმბეგოვი საქართველოში კოვიდრეგულაციების შემსუბუქების მორიგი ეტაპის გამოცხადებას.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მსოფლიოში უკეთესობისკენ მიდის და ვირუსი ნაკლებად მძიმეა, ვიდრე მისი წინამორბვედები. ეს კი, მედიკოსის თქმით, იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოსთვის ის მარტივი ვაქცინის ფუქნციას ასრულებს – ვინც უარი თქვა ვაქცინაციაზე, ვაქცინად მას დაავადების ეს ფორმა მოევლინა.

„სამედიცინო თვალსაზრისით პრობლემად რჩება, დიდი ალბათობით კოვიდი არ გაქრება, მაგრამ მას ამ ეტაპისთვის პოლიტიკური, ეკონომიკური და პიროვნული თავისუფლების შეზღუდვის გავლენა უკვე  წართმეული აქვს. დარჩა როგორც სამედიცინო პრობლემა ამ ეტაპისთვის. ახლა საუბარია თითოეული ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენაზე და ეს გზა ცალსახად ვაქცინაციაზე გადის, მას მნიშვნელობა არ დაუკარგავს. ის, რომ უპრეცედენტოდ დიდი ტალღა გადავიტანეთ და ჰოსპიტლების დატვირთა 60%-ზე მეტი არ იყო, ნიშნავს იმას, რომ ამაზე მეტი უკვე არ იქნება, რაიმე საოცრება თუ არ მოხდა,“- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან ქვეყანაში სოციალური ღონისძიებების გამართვაზე აკრძალვა მოიხსნა. უქმდება კოვიდსასტუმროებიც. ასევე შემსუბუქდა კვების ობიექტებში არსებული გარკვეული რეგულაციები.

 

იხილეთ ასევე

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ერთ თვეში საქართველოში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა

ამ ეტაპზე ქვეყანაში ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რაოდენობა 150-200-ს არ აღემატება, ერთ თვეში კი ინფექციამ 6 ადამიანი …