მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ხარვეზები გამოსწორებულია – “სინოფარმის” ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია ამ ეტაპზე სერიოზული შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს

ხარვეზები გამოსწორებულია – “სინოფარმის” ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია ამ ეტაპზე სერიოზული შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს

კოვიდვაქცინის რეგისტრაციის საიტზე რეგისტრაცია ხარვეზებით დაიწყო. შეფერხება 12 საათიდან დაფიქსირდა, როდესაც “სინოფარმის” მეორე დოზაზე 22-28-ე დღის პერიოდში რეგისტრაცია დაიწყო.
საიტზე შეფერხებები იყო რეგისტრაციის პირველივე საფეხურზე, სადაც ვაქცინის შერჩევა უნდა მოხდეს.  შეფერხებები ასევე დაფიქსირდა სერვისის ჩატარების რეგიონის შერჩევის ეპატზე.
თუმცა ხარვეზები რამდენიმე წუთში გამოსწორდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახური მუდმივად აკონტროლებს საიტზე მიმდინარე პროცესებს და ამ ეტაპზე დაჯავშნის საიტი უპრობლემოდ მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ booking.moh.gov.ge-ზე შეფერხებები 12 მაისს, “სინოფარმის” მეორე დოზაზე რეგისტრაციის პირველ ეტაპზეც დაფიქსირდა. შეფერხებები მაშინ თითქმის 24 საათის განმავლობაში გაგრძელდა, რის გამოც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ბოდიში მოიხადა.
ხვალ, 21 მაისს, 12 საათიდან იწყება სინოვაკის ვაქცინით რეგისტრაციის პროცესი.
თავად აცრის პროცესი 24 მაისიდან დაიწყება.
“სინოვაკის ვაქცინა, სინოფარმის მსგავსად, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ინაქტივირებული ვაქცინაა. ოფიციალური მონაცემებით სხვადასხვა ქვეყნებისთვის მიწოდებულია 260 მლნ. დოზა სინოვაკის ვაქცინა.
 სინოვაკის ვაქცინა დადებითად შეფასდა იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის (The Strategic Advisory Group of Experts on Immunization) მიერ,” – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

იხილეთ ასევე

ამირან გამყრელიძე: ოთხი თვის განმავლობაში ქვეყანაში 3 მლნ 600 000 დოზა, ოთხი დასახელების ვაქცინა შემოვა

ივლისიდან საქართველოში დღეში 20-25 ათასი აცრა უნდა ჩატარდეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა …