მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, გრიპის ვირუსი უახლოეს მომავალში გააქტიურდება

ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, გრიპის ვირუსი უახლოეს მომავალში გააქტიურდება

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის ახლა კარგი დროა, რადგან, ჯერჯერობით ქვეყანაში გრიპის ვირუსი აქტიურად ჯერ არ ცირკულირებს, თუმცა ის აუცილებლად გააქტიურდება. ამ შინაარსის განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა გააკეთა.

„ჯერჯერობით ქვეყანაში გრიპის ვირუსი აქტიურად არ ცირკულირებს,  თუმცა ზამთარში აუცილებლად გვექნება გარკვეული პერიოდი, როცა გრიპის ვირუსი აქტიური გახდება. ამიტომ აცრის გაკეთების რეკომენდაცია განსაკუთრებით მათთვისაა, ვისაც აქვს რაიმე ქრონიკული თანმხლები დაავადება, ხოლო უკიდურესად რეკომენდებულია ორსულებისთვის, რომლებისთვისაც გრიპი შესაძლოა საკმაოდ არასასიამოვნოდ გადასატანიო გახდეს,“ – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა პირველი არხისთვის მიცემულ კომენტარში.

ცნობისთვის: სახელმწიფომ წელს გრიპის საწინააღმდეგო 200 ათასი დოზა ვაქცინა შემოიტანა, რომლებიც რისკჯგუფებში შემავალი პირებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა 5 ნოემბრიდან 15 ნოემბრამდე უფასო ვაქცინაცია აქციის სახით ყველა მსურველისთვის გახდა ხელმისაწვდომი. დღეს კი დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განაცხადა, რომ აქცია კიდევ ერთი კვირით, 22  ნოემბრამდე გაგრძელდება.

ამ ეტაპზე სახელმწიფოს მიერ შემოტანილი ვაქცინებიდან 114 ათასი დოზაა გახარჯული.

იხილეთ ასევე

უდაბნოს მტვერი საქართველოში, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდეს – რეკომენდაციები რისკ-ჯგუფებისთვის

როგორ უნდა დავიცვათ თავი უდაბნოს მტვრის გავრცელების პირობებში? ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს …