მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » კლინიკა “გული“ და ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი ჰიპერტენზიის სკრინინგსა და უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ

კლინიკა “გული“ და ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი ჰიპერტენზიის სკრინინგსა და უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ

12-13 ივნისს, ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ჰიპერტენზიის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო კამპანიის გაიზომე წნევა – #ამასშენთვისგეუბნებიფარგლებში  კლინიკა “გულსა“ და ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ  ცენტრი ჰიპერტენზიის  უფასო გასინჯვები გაიმრთება.

ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება მიმართოს აღნიშნულ კლინიკას,  პროფესიონალი კარდიოლოგებთან გაიაროს კონსულტაცია და დაავადების პრევენციასა და სიმტომების გამოვლენის შემთხვევაში, ჩატიაროს შესაბამისი კვლევა.

რეგისტრაციისთვის აუცილებელია დარეკოთ ცხელ ხაზზე:

  • კლინიკა „გული“ +995322 77 62 62 (ყოველდღე 09:00 საათიდან 19:00საათამდე)და კონსულტაციისთვის მიმართოთ მისამართზე წინანდლის #9
  • ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი + 995 32 2 51 70 08 (ჩაწერის საათები კვირის დღეები 09:00 – 20 :00 და შაბათ კვირა 10:00 – 16:00) და კონსულტაცისითვის მიამრთოთ მისამართზე დიღომი, ჩაჩავას #1

ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრს შეგიძლიათ ეწვიოთ 19-20 ივნისსაც, ჩაიტაროთ უფასო სკრინინგი და მიიღოთ კონსულტაცია სპეციალისტებისგან.

შეგახსენებთ, რომ გლობალური კამპანია სახელწოდებით, „გაიზომე წნევა – ამას შენთვის გეუბნები“ ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ინივიატივით ჰიპერტენზიის საერთაშორისო ასოციაციასთან ერთად უკვე მესამე წელია მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს და საქართველოც უერთდება.  კამპანიის ფარგლებში, უფასო სკრინინგითა და კონსულტაციებით უკვე ისარგებლა 200 მდე პაციენტმა, 5-6 ივნისს,  თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა – დიღმის სამედიცინო ცენტრში, ჩაიტარეს გამოკვლევეები  და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია  ჰიპერტენზიის შესახებ.

საერთაშორისო კამპანიის მიზანს  ჰიპერტენზიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება,  არტერიული წნევის შემოწმების და რეგულარული კონტროლის  მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა წარმოადგენს, რათა მოხდეს  დაავადების დროული გამოვლენა და მოსალოდნელი გართულებების თავიდან არიდება. წელს კამპანია კიდევ უფრო აქტუალურია, რადგან ჰიპერტენზია Covid-19 პაციენტების მდგომარეობის დამამძიმებელ და მწვავე სიმპტომების განმაპირობებელ ფაქტორად განისაზღვრა, რადგან ექიმებთან  გართულებული ვიზიტის გამო, პაციენტების მხოლოდ მცირე რაოდენობამ შეძლო აღნიშნული მდგომარეობის დიაგნოსტიკა.

ინფორმაცია დაავადების შესახებ:

არტერიულ ჰიპერტენზია კარდიოვასკულური სიკვდილობის  მთავარი მიზეზია მსოფლიოში.  იგი ინსულტის, ინფარქტის და თიკმლის დაავდების წინაპირობაა.  მაღალი წნევისგან გარკვეულ ასაკში არავინ არის დაზღვეული, მაგრამ განსაზღვრული რისკ-ფაქტორების და დაავადებების თანხლება ზრდის მომატებულ არტერიული წნევის განვითარების რისკს. ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, ჭარბი წონა, კვების თავისებურება, კერძოდ, დიდი რაოდენობით მარილის მიღება, წნევის მატებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით ყურადსაღებია ცხოვრების ჯანსაღი წესი და უარის თქმა ისეთ მავნე ჩვევებზე,  როგორიცაა -ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, თამბაქოს მოწევა.

ჰიპერენზიას ხშირად უსიმპტომოდ, ყოველგვარი გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს, რაც გარკვეულწილად ადუნებს პაციენტის ყურადღებას და დამყოლობას მკურნალობის მიმართ.  სწორედ ამიტომ,  მას  „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ, რადგან პრაქტიკულად ყოველმა მეორე ადამიანმა არც კი იცის რომ ჰიპერტენზია აქვს. კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე, ჰიპერტენზიის აღმოჩენის ერთადერთი საშუალება სახლის პირობებში წნევის რეგულარული გაზომვაა. დღეს ექიმები მოგვიწოდებენ, გარკვეული ასაკის შემდეგ და თანხმლები რისკ-ფაქტორების შემთხვევაში, პერიოდულად გავიზომოთ წნევა, რათა დროულად გამოვავლინოთ წნევის მომატებული მაჩვენებლები.  ერთჯერადად წნევის ციფრების მატებაც  კი საყურადღებოა და საჭიროებს შემდგომ მონიტორინგს,  რათა გამოირიცხოს დაავადების არსებობა. არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზის შემთხვევაში კი, ექიმის დანიშნულების თანმიმდევრულ მიღებას და სახლის პირობებში წნევის სისტემატიურ გაზომვას, დაავადების მართვაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

 

იხილეთ ასევე

რა საფრთხეს გვიქმნის ახალი შტამები და მოქმედებს თუ არა მათ წინააღმდეგ საქართველოში არსებული ვაქცინები

რა საფრთხეებთანაა დაკავშირებული Covid-ის ახალი შტამები? რა ახალ რისკებს უქმნის ისინი მოქალაქეებს? მოქმედებს თუ არა …