მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » კლინიკას, რომელიც მედპერსონალის მინიმალურ ხელფასს არ გადაუხდის, შესაძლოა საქმიანობა შეუჩერდეს

კლინიკას, რომელიც მედპერსონალის მინიმალურ ხელფასს არ გადაუხდის, შესაძლოა საქმიანობა შეუჩერდეს

თუკი დადასტურდება, რომ კლინიკის მენეჯმენტმა მედპერსონალს სამუშაო პირობები მინიმალური ხელფასის გადახდისგან თავის არიდების მიზნით გაუუარესა, სანქციები ამოქმედდება. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განაცხადა.

შეგახსენებთ: ზურაბ აზარაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არის სამწუხარო შემთხვევები, როდესაც კლინიკების ხელმძღვანელობას ექთნები იძულებით გადაჰყავს უფრო დაბალ პოზიციაზე, რათა მათ მინიმალური საათობრივი ანაზღაურება არ გადაუხადონ.

ბექა ფერაძე ადასტურებს, რომ მისი უწყების ცხელ ხაზზე და სხვა პლატფორმების საშუალებით ექიმებისა და ექთნების მხრიდან მსგავსი შინაარსის საჩივრები შევიდა. კერძოდ, ფერაძის თქმით, საჩივრებში საუბარია ექიმის ან ექთნის უფრო დაბალ პოზიციაზე გადანიშვნის შესახებ. მისივე განცხადებით, ამ საქმეებზე მოკვლევა უკვე დაიწყო და თუ ფაქტი დადასტურდა, ეს ჩაითვლება დარღვევად, რადგან დასაქმებულის სამუშაო პირობების გაუარესება მისი თანხსმობის გარეშე არ შეიძლება.

„თუ აღმოვაჩენთ, რომ ადამიანებს შრომითი პირობები გაუუარესდათ იმის გამო, რომ არ მიეღოთ კუთვნილი ხელფასები, ამას ბუნებრივია ჩავთვლით დარღვევად. დარღვევა გულისხმობს როგორც დაჯარიმებას, ისე თანხის დაკავებას. ასევე შეიძლება იყოს სამუშაო პროცესის შეჩერება – გააჩნია დარღვევის სიმძიმეს. იმ შემთხვევაში, თუ ეს ფაქტები დადასტურებულად იქნება, ჩვენ დავავალებთ სამედიცინო დაწესებულებებს, სრულად აანაზღაურონ ის თანხა, რომელიც დასაქმებულისთვის უნდა ჩაერიცხათ და ყოველი გადაცილებული დღისთვის იქნება თანხის 0,07%,“ – განმარტა ბექა ფერაძემ და მოუწოდა დასაქმებულებს, მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში შრომის ინსპექციის ცხელ ხაზზე 1575-ზე დარეკონ. მისი თქმით, ზარის ავტორის კონფიდენციალობა დაცულია.

რაც შეეხება მინისტრის განცხადებას, ზურაბ აზარაშვილის თქმით, მინიმალური ანაზღაურების სისტემის შემოღების შედეგად  ექთნის ხელფასი სულ მცირე 500, ხოლო ექიმის 1000 ლარი გახდა.

მისივე განცხადებით, ამ რეგულაციის აღსრულების მონიტორინგი შრომის ინსპექციას დაეკისრა. მართალია, ჯერ თვე არ დამთავრებულა და, შესაბამისად, არც ჩარიცხვებია და იანვრიდან ამოქმედებული წესის შესრულების შესახებ მონაცემები არ არსებობს, თუმცა მედპერსონალის მხრიდან შრომის ინსპექციაში საჩივრები უკვე შედის.

„ექთანს რომ რაღაც სხვა პოზიციაზე გადავნიშნავთ იმისთვის, რომ 500 ლარი არ მივცეთ ხელფასი, საერთოდ რა ეთიკურობაზე და ადამიანობაზე შეიძლება ვისაუბროთ? 150 ლარის დაზოგვის გამო… ამას შრომის ინსპექცია დეტალურად მიყვებაჩარიცხვები ჯერ არ ყოფილა, რადგან თვე ჯერ არ დასრულებულა და როცა გვექნება  პირველი შედეგები, შრომის ინსპექციას კონკრეტული რეაგირებები ექნება საკუთარი მანდატის ფარგლებში,“ – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

იხილეთ ასევე

საქართველოში ჯანდაცვაზე „ჯიბიდან“ გაწეული ხარჯები 43%-ს აღემატება

საქართველოში სამედიცინო სერვისებში ჯიბიდან გადახდების წილი აღემატება ჯანმოს მიერ დადგენილ 30%-იან დონეს, რაც ავადმყოფობასთან დაკავშირებული …