მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » კლინიკები, რომლებიც მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის ანაზღურებას ვერ მიიღებენ
ზაზა სოფრომაძეს თქმით, კლინიკები, რომლებიც ელემენტარულ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, საყოველთო ჯანდაცვის პროგრამაში ვერ ჩაერთვებიან.

კლინიკები, რომლებიც მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის ანაზღურებას ვერ მიიღებენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მეორე ტალღის შესახებ დამატებით განმარტებებს აკეთებს.

სოფრომაძის თქმით, ცვლილებები თებერვლიდან დაიწყება და ის ეტაპობრივად განხორციელდება. კერძოდ, ახალი კონტრაქტი მხოლოდ იმ კლინიკებთან გაფორმდება, ვინც სახელმწიფოს მიერ წარდგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, საავადმყოფოების ნაწილს არსებული ვითარების გამოსასწორებლად შესაძლებლობა ეძლევა, თუმცა ნაწილთან კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

„ძალიან ბევრი კლინიკა გამოყოფილ რესურსებს უფრო მეტად არაპირდაპირი ხარჯების ასანაზღაურებლად ხარჯავს. ეს იმას ნიშნავს, რომ თანხების საკმაოდ დიდი ნაწილი უშუალოდ პაციენტის მომსახურებისთვის არ მიდის და სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი კრიტერიუმი კლინიკების შერჩევის დროს“, – განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.

მისივე თქმით, კლინიკები, რომლებიც ელემენტარულ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, საყოველთო ჯანდაცვის პროგრამაში ვერ ჩაერთვებიან.

„ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ავუკრძალოთ შესაბამისი სამუშაოების ჩატარება, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან ისინი ვერ მიიღებენ შესაბამის ანაზღურებას“, – განმარტა მინისტრის მაოდგილემ.

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კლინიკები თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში გუშინ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, 10-12 კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშება.

info9.ge

იხილეთ ასევე

სად არის შესაძლებელი გრიპზე უფასო ვაქცინაცია – სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი

გამოქვეყნდა სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც მოქალაქეებს გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება შეუძლიათ. სია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე. …