მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » კლინიკებში კოვიდ-პაციენტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და 3 ათასს უახლოვდება

კლინიკებში კოვიდ-პაციენტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და 3 ათასს უახლოვდება

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ისევ გაიზარდა და 1077 შეადგინა. ამ მაჩვენებელს მკვეთრად ჩამოუვარდება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, რომელიც მხოლოდ 442-ს შეადგენს. 

ისევ გაიზარდა დადებითობის მაჩვენებელი და დღე-ღამის ჭრილში  3,4%, ბოლო 14 დღეში 2,77%, 7 დღეში კი  2,04% შეადგინა.

გარდაიცვალა 8 პაციენტი.

პარალელურად, მზარდია აცრილთა რაოდენობა – გასულ დღე-ღამეში 1504 ადამიანი აიცრა. ისევ მზარდია კლინიკებში მყოფი ინფიცირებულების რაოდენობა – ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებებში 2720 პირი მკურნალობს. 

კოვიდ-სასტუმროებში 400 პირია მოთავსებული.

იხილეთ ასევე

კლინიკებში კოვიდ-განყოფილებების დახურვის პროცესი შეჩერდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით, კოვიდკლინიკებში 2 333 საწოლია თავისუფალი. „ეს …