მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » „კომენდანტის საათი“ ჯერ არ გაუქმდება  – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

„კომენდანტის საათი“ ჯერ არ გაუქმდება  – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმება არ იგეგმება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დღეს ჟურნალისტების შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მსგავსი ნაბიჯის გადადგმის საფუძველი და ფუფუნება ქვეყანას არ აქვს, რადგან პანდემია კვლავ არის როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში.

„ჩვენ ვაკვირდებით, რომ ევროპის ქვეყნებში მნიშვნელოვანი გამკაცრებები მიმდინარეობს მაშინ, როდესაც საქართველოში მნიშვნელოვანი შემსუბუქებები გვაქვს,“ – განაცხადა ტიკარაძემ. მისი თქმით, საყურადღებო ეპიდემიოლოგიური ვითარებაა გურიის რეგიონში, ამიტომ სამინისტრო გეგმავს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მისცენ რეკომენდაციები, რაც საჭიროა იმისთვის, რომ რეგიონში შემდგომი გამკაცრებები არ მოხდეს.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, როდესაც პანდემიაა, მოსახლეობის ჯანმრთელობა პრიორიტეტულია და სწორედ ამ პრიორიტებების მიხედვით იქნება მიღებული შემდგომი გადაწყვეტილებები.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 307 ადამიანი. გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეზღვუდვების მოხსნის ან შემსუბუქების გადაწყვეტილებებს იღებს, შემცირდა  და  1,43 პროცენტი შეადგინა.

იხილეთ ასევე

ჰოსპიტალიზებული კოვიდპაციენტების რაოდენობამ 2 ათასს გადააჭარბა

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ისევ გაიზარდა და 761 შეადგინა. გუშინ ეს მაჩვენებელი 687 …