მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » კორონავირუსის გამოვლენის “დადებითობის” მაჩვენებელი გაიზარდა

კორონავირუსის გამოვლენის “დადებითობის” მაჩვენებელი გაიზარდა

ბოლო დღეების დადებითი ტენდენცია შეიცვალა და კორონავირუსით ინფიცირების დღიური დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 24 საათში გაიზარდა – გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ინფიცირების 1023 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ჩატარებული ტესტების 3,47%-ია (გუშინ ეს მაჩვენებელი 2,76 % იყო). ბოლო 14 დღის “დადებითობის” მონაცემი  2,81%, ბოლო 7 დღის კი 2,92%-ია. 

24 საათში კოვიდ 19-ით17 ადამიანი გარდაიცვალა. 

აცრილთა დღიურმა რაოდენობამ 5455 შეადგინა, სულ აცრილია 178738 პირი, რაც მოსახლეობის 5%-მდეა.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 3333 პირი იმყოფება. 

იხილეთ ასევე

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა. გასულ დღე-ღამეში ვირუსს 16 ადამიანი ემსხვერპლა და …