მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » კორონავირუსის მედიკამენტის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველო მისი მიღებისთვის საკანონმდებლო ბაზას ამზადებს

კორონავირუსის მედიკამენტის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველო მისი მიღებისთვის საკანონმდებლო ბაზას ამზადებს

ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო უფლებამოსილია, გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია გასცეს კორონავირუსის სამკურნალოდ გამიზნულ იმ ფარმაცევტულ პროდუქტზე ან პროდუქტებზე, რომელსაც  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) ან ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია.

მთავრობის შესაბამისი დადგენილება, რომლითაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.

ანტივირუსული პრეპარატის შექმნა რთული, შრომატევადი და ძვირადღირებული პროცესია – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს და ამბობს, რომ დღეს, ანტივირუსული პრეპარატის დროული შექმნა უკიდურესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება პანდემიასთან ბრძოლაში. მისი თქმით, ფაქტია, რომ მხოლოდ ვაქცინა პანდემიას ვერ დაასრულებს და ამ ბრძოლაში აუცილებელად უნდა ჩაერთოდ სამკურნალო მედიკამენტი.

მისი თქმით, COVID19-ის სამკურნალო პრეპარატის შექმნაში არაერთი ქვეყანა და ტრანსნაციონალური თუ მულტიკონტინენტალური კომპანიაა ჩართული, მათ შორის, „ნოვარტისი“, „სანოფი“ და „ფაიზერი“.

იხილეთ ასევე

„ჯიპისი ლაბი“ ახალი სერვისების დამატებას გეგმავს

„ჯიპისი ლაბი“ ახალი სერვისების დამატებას გეგმავს. როგორც კომპანიაში jandacva.ge-ს განუცხადეს, მომსახურებებს შესაძლოა თმის ანალიზი დაემატოს, …