მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » კორონავირუსით ინფიცირების დღიური მონაცემი 600-ზე მაღალია, იზრდება ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი

კორონავირუსით ინფიცირების დღიური მონაცემი 600-ზე მაღალია, იზრდება ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი

საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 616 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი. გარდაიცვალა 5. ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი მკვეთრად გუშინ გაიზარდა და 700-ს მიუახლოვდა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31947 ტესტიდან დადებითმა პასუხმა 1,93% შეადგინა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1674 ადამიანი იმყოფება. გუშინ სტაციონარებში 1624 კოვიდინფიცირებული იმყოფებოდა. 

მკვეთრად, 1051-მდე გაიზარდა დღიურად აცრილთა რაოდენობა. ჯამში აცრილია 5757 ადამიანი.

იხილეთ ასევე

ჰოსპიტალიზებული კოვიდპაციენტების რაოდენობამ 2 ათასს გადააჭარბა

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ისევ გაიზარდა და 761 შეადგინა. გუშინ ეს მაჩვენებელი 687 …