მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება – სამი ასეთი ფაქტი უკვე დადასტურდა

კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება – სამი ასეთი ფაქტი უკვე დადასტურდა

კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, რეინფიცირებასთან დაკავშირებით კვლევები გრძელდება.

მისივე თქმით, ამ დროისთვის საქართველოში რეინფიცირების სამი შემთხვევაა დადასტურებული.

ზახაშვილის ინფორმაციით, დღეისთვის კვლევაშია და რეგისტრირებულია 140-მდე საეჭვო შემთხვევა, მათ შორის 16-მდე ნიმუშის კვლევა დასრულებულია და სამ შემთხვევაში დადასტურებულია რეინფიცირება.

„მსოფლიოში რეინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. როგორც ჩანს, ამ ვირუსის მიმართ იმედით განწყობა, რომ მას ცოტა ან თითქმის არ ექნებოდა რეინფექციის შემთხვევები, არ აღმოჩნდა ჭეშმარიტი. ბოლო კვლევების მიხედვით მიჩნეულია, რომ გადატანილი შემთხვევების 0, 68%-ის ხელმეორე ინფიცირება მოხდა. დღეისთვის ცნობილია, რომ რომ ქვეყნებში, სადაც თანმიმდევრული კვლევები მიმდინარეობს, ეს შემთხვევები შეიძლება იყოს კიდევ უფრო მეტი. ფაქტია, რომ ადამიანი ამ ვირუსით შესაძლოა რამდენჯერმე დაავადდეს და ამიტომ ყველას მოგიწოდებთ ყურადღებისკენ,“ – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

იხილეთ ასევე

საქართველოში “დელტა პლუსი” გამოჩნდა – შტამი, რომელიც “დელტასთან” შედარებით კიდევ უფრო გადამდებია

საქართველოში “დელტა პლიუსის” შტამით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ …