მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » კოვიდ 19-ის გავრცელების გამო, თბილისში 113 საბავშვო ბაღია დახურული

კოვიდ 19-ის გავრცელების გამო, თბილისში 113 საბავშვო ბაღია დახურული

ამ ეტაპზე თბილისში, კოვიდ 19-ის დადასტურების გამო, 113 საბავშვო ბაღია დახურული, რაც ბაღების 61%-ს შეადგენს. ამის შესახებ jandacva.ge-ს ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, გაიხსნა 17 ბაღი, რომლებიც სააღმზრდელო პროცესის განახლებიდან მალევე დაიხურა.

რაც შეეხება სკოლებს, სტატისტიკა ამ მიმართულებით კვირაში ერთხელ ახლდება და ბოლო ინფორმაციით, კოვიდინფექციის დადასტურების გამო ქვეყნის მასშტაბით 108 სკოლადა 700-მდე კლასი დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.

შეგახსენებთ, რომ ბაღში კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში მთელი ბაღი 12 დღით იხურება. სკოლის შემთხვევაში კი მხოლოდ ცალკეული კლასები გადადიან ონლაინ-სწავლებაზე.

იხილეთ ასევე

„ბებია-ბაბუები მაინც აცერით!“ – 60 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის აცრის მაჩვენებელი საგანგაშოდ დაბალია

ამ ეტაპზე ქვეყნის მოსახლეობის 50% იმუნურია. ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს. მისი თქმით, რადგან …