მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » კოვიდკლინიკები მიმართვიანობის ზრდაზე საუბრობენ, მათ შორის ბავშვებშიც

კოვიდკლინიკები მიმართვიანობის ზრდაზე საუბრობენ, მათ შორის ბავშვებშიც

ციციშვილის კლინიკის გარდა, პედიატრიულ  კლინიკებში, სადაც კოვიდგანყოფილებები ფუნქციონირებს და ბავშვთა განყოფილებების მქონე კოვიდ-ცენტრებში მცირეწლოვნებს შორის დაავადების კრიტიკული მიმდინარეობის შემთხვევები ამ ეტაპზე არ ფიქსირდება. ბოჭორიშვილის და ბავშვთა ინფექციურ კლინიკებში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში მიმართვიანობა ზოგადად გაზრდილია, მათ შორის ბავშვებშიც, თუმცა კრიტიკული მიმდინარეობა ამ ეტაპზე ბავშვებში არ ფიქსირდება.

ნიუ-ჰოსპიტალსში, სადაც ბავშვებს კოვიდ-19-ზე ვირუსის ადგილზე დადასტურების შემთხვევაში მკურნალობენ (უკვე დადასტურებული შემთხვევები მათთან არ მიჰყავთ), ასევე აცხადებენ, რომ მძიმე შემთხვევები მათთან არ დაფიქსირებულა, ასევე სტაბილურია მდგომარეობა პოსტკოვიდური ჩივილების მიმართვიანობის კუთხითაც.

შეგახსენებთ, რომ ციციშვილის კლინიკაში, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი სამი ჩვილი მკურნალობს, რომლებსაც კორონავირუსი აქვთ დადასტურებული. მათ შორის ეჭვია ახალ, დელტა შტამზე, რომელიც მაღალი გადამდებლობით და მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება.

ერთერთ ჩვილს, რომელიც აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი, პირველადი სპეციფიური PCR კვლევით, კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი უკვე დაუდასტურდა. კიდევ ერთ ბავშვს კი კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი აქვს.

ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორის, დავით რეხვიაშვილის განცხადებით,  კლინიკაში მყოფი დაავადებულებიდან დაახლოებით 20-30 პროცენტი მცირე ასაკის ბავშვები არიან. აქედან სამი პაციენტი არის ორ თვემდე ასაკის, ერთ-ერთი კი ათი დღისაა. სამივე მათგანი იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე და მათი მდგომარეობა მძიმეა. ამასთან, მისი თქმით, მცირე ასაკის ბავშვებისა და ახალშობილების უმეტესობას დიდი გართულებებისა და სიკვდილიანობის გარეშე გადააქვთ ინფექცია.

მედიკოსის თქმით, ბავშვების მდგომარეობის გართულება დაგვიანებული მომართვიანობით გამოწვეული არ არის და მათ არც თანმხლები ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ. ყველა საყოფაცხოვრებო კონტაქტი იყო, მათი კონტაქტებიც ინფიცირებულები არიან.

 

იხილეთ ასევე

საქართველოში “დელტა პლუსი” გამოჩნდა – შტამი, რომელიც “დელტასთან” შედარებით კიდევ უფრო გადამდებია

საქართველოში “დელტა პლიუსის” შტამით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ …