მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » კოვიდკლინიკების დატვირთვამ ზრდა დაიწყო, იმუნიზაციის მაჩვენებელი ისევ დაბალია

კოვიდკლინიკების დატვირთვამ ზრდა დაიწყო, იმუნიზაციის მაჩვენებელი ისევ დაბალია

მასობრივი ვაქცინაციის მეორე დღეს საქართველოში 4942 ადამიანი აიცრა. აცრილთა ეს რაოდენობა მაქსიმალური დღიური მაჩვენებელი არ არის – მანამდე, მასრობივი იმუნიზაციის დაწყებამდე, ქვეყანაში რამდენჯერმე დაფიქსირდა ერთ დღეში 6 ათასზე მეტი აცრა.

გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ დილის მონაცემებით, “სინოფარმზე” 27 ათასი ადამიანი იყო დარეგისტრირებული, რაც სამინისტროს მოლოდინებზე ცუდი მაჩვენებელია. თამარ გაბუნიამ დაბალი აქტივობის ერთერთ მიზეზად ის დაასახელა, რომ, შესაძლოა, მოქალაქეები “ფაიზერის” და სხვა ალტერნატიული ვაქცინების შემოსვლას ელოდებიან და ამიტომ თავს იკავებენ “სინოფარმის” პრეპარატით ვაქცინაციისგან.  ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ პროცესი მომდევნო დღეებში გააქტიურდება.

შეგახსენებთ, რომ მასობრივი ვაქცინაციის დაწყება პრემიერმა და ჯანდაცვის  მინისტრმა 5 ივლისიდან დააანონსეს. მათი თქმით, იმუნიზაციის მიზნობრივი მაჩვენებლის – ზრდასრული მოსახლეობის 60% -ის მოცვისთვის აუცილებელია დღეში 20-25 ათასი ადამიანის აცრა. თუმცა საყოველთაო იმუნიზაციის პირველ და მეორე დღეს აცრების დღიური მაჩვენებელი 4-5 ათასის ფარგლებშია.

ვაქცინაციის დაწყებიდან, 15 მარტიდან დღემდე ქვეყანაში აცრილია 277872 ადამიანი. 

რაც შეეხება ინფიცირების სტატისტიკას, ბოლო 24 საათში 1392 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 11 მოქალაქე. 

დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც გუშინ დღიურ ჭრილში 5%-ს ასცდა, დღეს დასტაბილურდა და 3,65% შეადგინა, ბოლო 14 დღეში ეს მონაცემი 3,17%, ბოლო 7 დღეში კი 3,7%-ია.

3 ათასს გადააჭარბა სტაციონარში მყოფი ინფიცირებულების რაოდენობამ, რომელიც ბოლო კვირებია, 3 ათასზე ნაკლები იყო.

კლინიკურ სასტუმროში 853 კოვიდპაციენტია მოთავსებული. 

იხილეთ ასევე

თბილისში ბაღების ნახევარზე მეტი დახურულია, ქვეყნის მასშტაბით კი 108 სკოლა და 687 კლასი დისტანციურ რეჟიმზეა

ბოლო კვირის მონაცემით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი. ინფორმაციას …