მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » კოვიდსტატისტიკას ქვეყნების უმრავლესობა აქვეყნებს – საქართველო მათ შორის არ არის

კოვიდსტატისტიკას ქვეყნების უმრავლესობა აქვეყნებს – საქართველო მათ შორის არ არის

რომელი ქვეყნები აღარ აქვეყნებენ პერიოდულ კოვიდსტატისტიკას? ჯანმოს საიტზე განთავსებული რუქაზე მოცემულია შემთხვევების ჯამური, ბოლო 7 დღისა და ბოლო 24 საათის მაჩვენებლები. ბოლო ერთკვირიანი მონაცემები მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობას აქვს წარმოდგენილი. იმ ქვეყნებს შორის, სადაც აღნიშნული მონაცემები არ ფიქსირდება, არიან საქართველო, ავსტრალია, უკრაინა, ბელორუსი, პორტუგალია, ახალი ზელანდია, ირანი, აფრიკის ქვეყნები.

ჯანმოს სტატისტიკით, ბოლო 24 საათში მსოფლიოში კოვიდ 19-ის 214,528 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 571 ადამიანი.

გუშინ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კოვიდ სტატისტიკას აღარ გამოაქვეყნებს. სამინისტროს განმარტებით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში ინფიცირების დაღმავალი ტენდენცია ფიქსირდება და ეპიდსიტუაცია სტაბილურია. აღნიშნულის  გათვალისწინებით კი, სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდ-სტატისტიკის გამოქვეყნების აუცილებლობა აღარ არსებობს.

კოვიდთან დაკავშირებულ მონაცემებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დაამუშავებს რუტინული სტატისტიკური ანგარიშგების მიზნით, დაინტერესებულ მხარეებს კი გაუზიარებს საჯარო წესით, მიმართვის შემთხვევაში“ – აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

კოვიდ 19-ის სტატისტიკა ყოველდღიურად ქვეყნდებოდა, მაისიდან  ოფიციალური სტატისტიკა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე კვირაში ერთხელ იდებოდა,  ბოლოს კი, ოქტომბრის დასაწყისში ერთი თვის მონაცემები დაიდო.

იხილეთ ასევე

თენგიზ ცერცვაძე: მოსალოდნელია კორონავირუსის ახალი ტალღა, რომელიც ომიკრონის შტამის ახალი ქვევარიანტით იქნება გამოწვეული

უახლოეს კვირეებში მოსალოდნელია კორონავირუსის ახალი ტალღა, რომელიც ომიკრონის შტამის ახალი ქვევარიანტით (სავარაუდოდ BQ.1.1) იქნება გამოწვეული. ამის შესახებ …