მთავარი » ახალი ამბები » კუშნერის ჩართულობა ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებისა თუ ჩამოყალიბების პროცესში მისასალმებელია
კუშნერი ცნობილი პოლიტიკური ფიგურაა. მისი ასეთი ჩართულობა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების თუ ჩამოყალიბების პროცესში მისასალმებელია.

კუშნერის ჩართულობა ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებისა თუ ჩამოყალიბების პროცესში მისასალმებელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა გიგი წერეთელმა საფრანგეთის ყოფილი პირველი დიპლომატისა და ამჟამად,   საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ბერნარ კუშნერის თბილისში ვიზიტი დადებითად  შეაფასა.

„კუშნერი ცნობილი პოლიტიკური ფიგურაა. მისი ასეთი ჩართულობა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების თუ ჩამოყალიბების პროცესში მისასალმებელია. თავად კუშნერი დიდი ხნის წინ, 90-იან წლებში იყო  საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი, შესაბამისად,  ძალიან კარგად იცის, თუ რას ნიშნავს ქვეყანაში უნივერსალური ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისებით მოსახლეობის სრული მოცვა, რასაც   უზარმაზარი თანხები სჭირდება.

რამდენად,  ნათელ გეგმას მისცემს ხელისუფლებას ბერნარ კუშნერი, და თუ როგორ უნდა შეძლოს ხელისუფლებამ  წარმატებული რეფორმა განახორციელოს, მომავალში გამოჩნდება.ის რაც დღეს ჩვენ გვაქვს მოსახლეობის მოცვის თვალსაზრისით,  წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ფინანსური და ზოგადად, სისტემის მდგრადობის, ხარისხთან და მედიკამენტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით, შექმნილი პრობლემები დასარეგულირებელია“. 

გიგი წერეთელი მთავარ ამოცანად,  ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობას, ქვეყნის ფინანსურ შესაძლებლობებსა და ამ შესაძლებლობებზე გათვლილ ჯანდაცვას მიიჩნევს.

„საყოველთაო ჯანდაცვა ქვეყანაში 2003 წლამდეც იყო, მაგრამ ეს იყო მხოლოდ დეკლარირებული და თანხას იხდიდა მოსახლეობა. ჩვენ არ გვინდა, რომ იგივე განმეორდეს და ამიტომ ვაკეთებთ აქცენტს პროგრამა ცუდია ან კარგი,  არამედ პროგრამას სრულფასოვანი არსებობისათვის გაანჩდეს გაცილებით მეტი ფინანსური ინვესტიციები. თანხები, რომელიც დღეს პროგრამაში არის, არ არის საკმარისი, ის ა ყველა სტანდარტს, რომელიც საჭიროდა აუცილებელია, არ აკმაყოფილებს“.

for.ge

იხილეთ ასევე

„კონტრაქტების შეწყვეტის შესახებ 5 დღით ადრე გავიგეთ“ – ყოფილი კოვიდ-კლინიკები მძიმე 8-თვიანი პერიოდისთვის ემზადებიან

იმის შესახებ, რომ სახელმწიფო კოვიდ-კლინიკების დაფინანსების ახალ სისტემაზე გადადიოდა, სამედიცინო დაწესებულებებმა კონტრაქტის შეწყვეტამდე 5 დღით …