მთავარი » მსოფლიო » კვლევამ კოვიდ-19-ის მსუბუქი ფორმის დამანგრეველი შედეგები აჩვენა

კვლევამ კოვიდ-19-ის მსუბუქი ფორმის დამანგრეველი შედეგები აჩვენა

სენტ-ლუისის სამედიცინო სკოლამ წარმოადგინა ახალი კვლევა, რომელიც კოვიდთან დაკავშირებულ  გრძელვადიან ნევროლოგიურ პრობლემებს ეხება და რომელიც ამ მიმართულებით ჩატარებულ კვლევებს შორის ყველაზე ფართომასშტაბიანია.

150 ათასზე მეტ კოვიდპაციენტზე 12 თვის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსის ინფექციებმა თავის ტვინის ზოგიერთი ნევროლოგიური დაავადების რისკი 42%-ით გაზარდა.

ახალი კვლევა ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა და მისი მიზანია, მეცნიერებმა მიიღონ ახალი მონაცემები კოვიდ 19-ის გრძელვადიანი შედეგების შესახებ.

მანამდე გამოქვეყნდა რამდენიმე კვლევა, რომელთა თანახმად, კოვიდგადატანილ პაციენტებში გულსისხლძარღვთა დაავადებები იზრდება. ახალი კვლევა კი განიხილავს ნევროლოგიურ გართულებებს კოვიდის გადატანიდან 1 წლის განმავლობაში დაავადების როგორც მსუბუქი, ისე რთული მიმდინარეობის შემთხვევებში.

„ჩვენი კვლევა იძლევა ყოველმხრივ შეფასებას კოვიდის გრძელვადიან ნევროლოგიურ შედეგებთან დაკავშირებით. წინა კვლევებში ნევროლოგიური შედეგების უფრო ვიწრო ჯგუფი განიხილებოდა, ისიც ძირითადად ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში. თუმცა ჩვენ შევაფასეთ თავის ტვინის და 44 დაავადება და სხვა ნევროლოგიური დაავადებები როგორც ჰოსპიტალიზებულ, ისე არაჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, მათ შორის მათი, ვინც ინტენსიურ განყოფილებებში მკურნალობდა,“ – განაცხადა ერთერთმა მკვლევარმა ალ-ალიმ.

კვლევაში მოცემულია დაკვირვების შედეგები ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა ინსულტი, ეპიზოდური დარღვევები – მათ შორის კრუნჩხვები, ასევე კოგნიტური დარღვევები, ალცჰაიმერის დაავადება. ჯამში, კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდის გატანის შემდეგ პაციენტები ერთი წლის განმავლობაში 42%-ით უფრო ხშირად განიცდიან ნევროლოგიურ პრობლემებს არაინფიცირებულებთან შედარებით.

კერძოდ, კოვიდგადატანილების 77% დადგა მეხსიერების პრობლემების წინაშე, 50%-ის შემთხვევაში გაიზარდა ინსულტის რისკი, 30%-ში კი მხედველობის პრობლემები გამოიკვეთა.

წინა კვლევების მსგავსად, მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს ალცჰაიმერის დიაგნოზის დასმის შემთხვევების გარკვეული ზრდა კორონაგადატანილ პაციენტებში.

აღსანიშნავია, რომ კვლევაში მონაწილე პაციენტების საშუალო ასაკი 61 წელია, ასე რომ, შესაძლოა, გაზრდილი რისკები მცირე იყოს უფრო ახალგაზრდა ან აცრილ მოსახლეობაში. თუმცა ალ-ალის განცხადებით, ზოგიერთი ნევროლოგიური დაავადების რისკები ახალგაზრდებს შორისაც გაზრდილი იყო.

“კვლევა აჩვენებს კოვიდ 19-ის დამანგრეველ გრძელვადიან შედეგებს. ვირუსი ყოველთვის ისე უწყინარი არ არის, როგორც ზოგიერთები ფიქრობენ,” – აღნიშნა ალ-ალიმ.

 

იხილეთ ასევე

FDA-მ AstraZeneca-ს ფილტვის კიბოს სამკურნალო მედიკამენტები დაამტკიცა

ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) მის მიერ …