მთავარი » ჯანდაცვა » მაღალმთიან სოფლებში სამედიცინო მომსახურება თანდათან უმჯობესდება
„მაღალმთიან რეგიონებში პირველადი სამედიცინო დახმარების მინიმალური სტანდარტები საკმარისია, როგორც პაციენტის დიაგნოსტიკისთვის, ასევე პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის“,

მაღალმთიან სოფლებში სამედიცინო მომსახურება თანდათან უმჯობესდება

„მაღალმთიან რეგიონებში პირველადი სამედიცინო დახმარების მინიმალური სტანდარტები საკმარისია, როგორც პაციენტის დიაგნოსტიკისთვის, ასევე პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის“,

– ასე ეხმაურება „კომერსანტთან“ საუბრისას, მაღალმთიან რეგიონებში არსებულ პირველად სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ პრობლემას ჯანდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ქეთევან გოგინაშვილი.

მაღალმთიან სოფლებში პირველადი სამედიცინო დახმარების მიღება კვლავ პრობლემად რჩება. „კომერსანტი“ აღნიშნულ პრობლემაზე გასულ წელსაც წერდა.  მიუხედავად ხელისუფლების არაერთი დაპირებისა და განცხადებისა, ბევრ სოფელში პირველადი ჯანდაცვის ობიექტები კვლავ არ არსებობს. იქ კი, სადაც ფუნქციონირებს, ან შესაბამისი აპარატურა საერთოდ არ აქვთ, ან პრობლემა საჭირო პროფილის ექიმების არარსებობაა.

პირველადი დახმარების და ზოგადად სამედიცინო მომსახურების პრობლემებს კერძო სექტორშიც ადასტურებენ. როგორც, მაღალმთიან რეგიონებში – ბაკურიანში, გუდაურსა და მესტიაში მდებარე საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლები „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებენ, მათთან სამედიცინო მომსახურების პრობლემა ყველაზე მწვავედ დგას. სერიოზული დაზიანების შემთხვევაში პაციენტისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ადგილზე ვერ ხდება და ისინი სამკურნალოდ დიდ ქალაქებში გადაჰყავთ. მათივე თქმით, არ არსებობს პირველადი დახმარებისთვის საჭირო შესაბამისი ინვენტარი, არ მუშაობს აფთიაქი და ა.შ.

„კომერსანტი“ აღნიშნულ საკითხე ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, რათა დეტალურად გაერკვია ამჟამად სულ რამდენი მედპერსონალი და ამბულატორია ემსახურება მთის მოსახლეობას.

როგორც  ჯანდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ქეთევან გოგინაშვილმა განაცხადა, საქართველოს მასშტაბით მაღალმთიან რეგიონებს ამ ეტაპზე 549 ექიმი და 938 ექთანი ემსახურება. რაც შეეხება ამბულატორიების რაოდენობას, მისივე თქმით, მაღალმთიან რეგიონებში ახლა დაახლოებით 500-მდე ამბულატორია მოქმედებს.

გოგინაშვილის განცხადებით, აღნიშნული მდგომარეობა ამ ეტაპზე აკმაყოფილებს სტანდარტებს და მთის მოსახლეობის მოთხოვნასაც.

„ქვეყნის მასშტაბით მაღალმთიან რეგიონებში დაახლოებით 500-მდე ამბულატორიაა. ის დადგენილ მინიმალურ სამედიცინო სტანდარტებს მორგებულია. ეს მინიმალური სტანდარტები, საკმარისია დიაგნოსტიკისთვის და პირველადი დახმარებისთვის“, – განაცხადა ქეთევან გოგინაშვილმა.

commersant.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინაციის საკითხები და ეპიდვითარება ილია მეორესთან შეხვედრაზე განიხილა

ჯანდაცვის მინისტრი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საპატრიარქოსგან დაფიქსირდა, რომ არ …