მთავარი » ახალი ამბები » მაია ბითაძე სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების თანამედროვე მოთხოვნებს ნერგავს
ყალიბდება თანამედროვე მოთხოვნები სამედიცინო დასხივების სფეროში, რომელიც ითვალისწინებს პაციენტისა და მოსახლეობის დაცვას გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან.

მაია ბითაძე სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების თანამედროვე მოთხოვნებს ნერგავს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ახალი ტექნიკური რეგლამენტის – „სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნები“ – პროექტი განიხილეს, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოამზადა.

აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტით ქვეყანაში ყალიბდება თანამედროვე მოთხოვნები სამედიცინო დასხივების სფეროში, რომელიც ითვალისწინებს პაციენტისა და მოსახლეობის დაცვის გაუმჯობესებას მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან, კერძოდ – განისაზღვრა რადიაციული უსაფრთხოების ნორმები სხივურ თერაპიაში, რაც დღემდე არ არსებობდა. ცალკე განისაზღვრა ბავშვებისა და ორსული ქალებისათვის რენდგენოლოგიური გამოკვლევის პროცედურები, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული მათი რადიაციული უსაფრთხოება.

ჩამოყალიბდა რადიაციული უსაფრთხოების ნორმები ბირთულ მედიცინაში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. განისაზღვრა რადიოთერაპიული დანადგარების ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფის კრიტერიუმები და მოთხოვნები. განახლდა მოთხოვნები რენტგენოდანადგარების განთავსებისათვის საჭირო ფართებთან მიმართებაში. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა რენდგენოდანადგარებისადმი ხარისხის კრიტერიუმები, რაც შეამცირებს სამედიცინო პერსონალზე და პაციენტებზე გამოსხივების მავნე ზეგავლენას.

შეხვედრას რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ლიტვის რადიაციული უსაფრთხოების ცენტრის დირექტორის მოადგილე იულიუს ჟილუკასის ესწრებოდა, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს ლიტვის გამოცდილება გაუზიარა და გააცნო ხარისხის კონტროლისა და ხარისხის უზრუნველყოფის მნიშვნელობა ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოების სფეროში.
აღნიშნული რეგლამენტი 2016 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

info9.ge

იხილეთ ასევე

უახლოეს კვირებში ევროკავშირში ტურისტული „მწვანე სერთიფიკატი“ ამოქმედდება

მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნები ე.წ. ვაქცინაციის  პასპორტის შემოღებაზე შეთანხმდნენ, რათა მოგზაურობისა და ტურიზმის …