მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » „მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, კოვიდ-პაციენტი ბინაზე დარჩეს“ – თერაპევტის რჩევები

„მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, კოვიდ-პაციენტი ბინაზე დარჩეს“ – თერაპევტის რჩევები

თუ კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის, უმჯობესია ის ბინაზე დარჩეს და სტაციონარს არ მიმართოს.

ამის შესახებ თერაპევტი ხათუნა ნუცუბიძე საუბრობს. მისი თქმით, ოჯახის პირობებში მკურნალობა ბევრად კომფორტულია, ვიდრე ჰოსპიტალში, რადგან, გარდა იმისა, რომ დავზოგავთ სტაციონარულ სექტორს, ბინაზე მართვის დროს დინამიკაში პაციენტის კონტროლის მექანიზმი უფრო გამართულია – მაგალითად, 3 ადამიანის მონიტორინგი უფრო მარტივია, ვიდრე 100 და 200 პაციენტის.

ნუცუბიძის თქმით, თუ პაციენტი თავს კარგად გრძნობს, 38 გრადუს ტემპერატურაზე მისი კლინიკაში მოთავსება არაა საჭირო.

„ყველაზე დიდი პრობლემა არის პაციენტის შფოთვა. ოჯახებში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები არიან – დედა,მამა, ბებია, ბავშვი. დავუშვათ დაინფიცირდა ბავშვი. დედა ღელავს შვილზე, ასაკოვან დედაზე, მამაზე, ხომ არ გადაედებათ ან როგორ წარიმართება მათთან დაავადება. აქ მთავარი ხელისშემშლელი ექიმისთვის არის შფოთვითი ფაქტორი. ვრჩები იმ აზრზე, რომ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ,რისკების გადანაწილებით, პაციენტი ბინაზე დარჩეს, რადგან მის მართვაში ჩართული არიან ოჯახის ექიმი და 112-ის ექიმი. 112-ის ექიმი რეკავს ოჯახში პერიოდულად, ხოლო  ოჯახის ნაცნობ ექიმთან კომუნიკაცია მუდმივადაა შესაძლებელი. ეს ხომ უფრო კომფორტია, ვიდრე პალატაში, ერთ ექიმთან კომუნიკაციაში. გარდა ამისა, ინფიცირებულებს კომუნიკაცია აქვთ ოჯახის სხვა წევრებთან,“- აღნიშნა ნუცუბიძემ.

მისივე თქმით, ახალმა შტამმა 18-20 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანები აქტიურად მოიცვა. ამასთან, ინფიცირებისთანავე კლინიკური სიმპტომების გაშლილი სურათი გვაქვს. თერაპევტის ინფორმაციით, პირველი-მეორე ტალღის პერიოდში ავადობა იწყებოდა დაბალი სიცხით და 2-3 დღის შემდეგ იშლებოდა სურათი. ახლა კი კლინიკური სურათი თავიდანვე გაშლილია და ეს სიმპტომატიკა პაციენტისთვის ძალიან შეწუხებულია.

ხათუნა ნუცუბიძის თქმითვე, ინფექციის დადასტურებიდან მე-8-9-10 დღეს შესაძლოა პაციენტი უცბათ დამძიმდეს, რაც წინა შტამებს არ ახასიათებდა.

 

იხილეთ ასევე

„პირბადის ტარება ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის“ –  სწავლა გამკაცრებული რეგულაციებით დაიწყო

პირბადე ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის და, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების არარსებობის პირობებში, მისი ტარებით მოზარდს …