მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯია
პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯია

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯია

თბილისი (BPI) – ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანდაცვის რეფორმის ახალი მიმართულების შესახებ განაცხადა. ცნობილი ხდება, რომ უახლოეს მომავალში სამინისტრო პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმას გეგმავს, რაც ოჯახის ექიმის როლის გაძლიერებას და სამედიცინო საჭიროებების უფრო ეფექტიან მართვას გულისხმობს.

ინიციატივის შეფასება ვთხოვეთ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის „ემპათია“ დირექტორს მარიამ ჯიშკარიანს. იგი საუბარში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასაც შეეხო.

„პირველადი ჯანდაცვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მივესალმებით თუკი მის განვითარებას მეტი ყურადღება მიექცევა. კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვით.  ევროპულ და განვითარებულ ქვეყნებში, სწორედ პირველადი ჯანდაცვაა პრიორიტეტული, რათა მაქსიმალურად მოხდეს დაავადებათა კონტროლი და მათი პრევენცია.

ამ ინიციატივის ეფექტურობა შეიძლება დღესვე, ასე თვალნათლივ, შესაძლოა, ვერ ვნახოთ, მაგრამ რამდენიმე წელიწადში უკვე თვალსაჩინო იქნება, განსაკუთრებით, სახსრების ეფექტურად ხარჯვის მიმართულებით,“ – აცხადებს ჯიშკარიანი.

მისი თქმით, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ აქტიურად აპირებს ჩაერთვოს ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის საკითხებში და ითანამშრომლოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ამ ახალ პროექტში.

„ჩვენ ასევე, ძალიან კმაყოფილი ვართ C ჰეპატიტის პროგრამის მუშაობით, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის ბენეფიციარებისთვისაც ძალიან დიდ შვება იყო. კარგი იქნება თუ მეტ კლინიკას ექნება შესაძლებლობა განახორციელოს C ჰეპატიტის პროგრამა. ასევე საჭიროა ინფორმირებულობის დონეც გაიზრდოს საზოგადოებაში პროგრამის შესახებ. ეს შემდგომში საშუალებას მოგვცემს თვიდან ავირიდოთ დაავადების გავრცელება“, – ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

bpi.ge

იხილეთ ასევე

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოცვა 80%-მდე უნდა იყოს, თბილისში კი მხოლოდ 18%-ია

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგში პისიარ ტესტირება ჩაერთვება – ასეთია განახლებული გაიდლაინი, რომელსაც სკრინინგის ეროვნული ცენტრი …