მთავარი » მსოფლიო » მარიუპოლს ქოლერის აფეთქება ემუქრება

მარიუპოლს ქოლერის აფეთქება ემუქრება

მარიუპოლი ქოლერის აფეთქების საფრთხის წინაშე დგას – ქალაქში წყალსა და მის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემებია. ამის შესახებ ჯანმოს წარმომადგენელმა დორიტ ნიცანამ განაცხადა, რომელიც უკრაინის საკითხებს კურირებს.

მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიები, განსაკუთრებით კი მარიუპოლი, საფრთხის წინაშეა.

ქალაქში ოკუპანტებმა ნაწილობრივ აღადგინეს წყალმომარაგება, თუმცა მილების მნიშვნელოვანი დაზიანებების გამო სასმელი წყალი კანალიზაციას ერევა.

„ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომ მარიუპოლში საკანალიზაციო წყლები სასმელ წყალს ერევა. ამას კი შედეგად მოჰყვება ბევრი დაავადების გავრცელება, განსაკუთრაბით ქოლერის. ჩვენ ვემზადებით ამისთვის, ვამზადებთ ვაქცინებს, ვთანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებსაც შეუძლიათ იქ ჩასვლა და ადამიანების დახმარება,“ – განაცხადა ნიცანამ.

13 მაისს ექიმმა-ინფექციონისტმა, იმუნოპროფილაქტიკის ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ფიოდორ ლაპიმ განაცხადა, რომ უკრაინაში დიფტერიისა და ქოლერის გავრცელების საფრთხეა. მისი თქმით, ტერნოპოლის ოლქში უკვე დაფიქსირდა დიფტერიის შემთხვევები.

ქოლერა ადამიანის მწვავე ინფექციური დაავადება, ახასიათებს ძლიერი ფაღარათი და პირღებინება.

იხილეთ ასევე

უკრაინაში წამლების ტრანსპორტირებას დრონებით დაიწყებენ

უკრაინაში იგეგმება 10 ინოვაციური ჰაბის განთავსება, სადაც სამკურნალო საშუალებების შენახვა და წამლების ავტონომიური საჰაერო მიწოდების …