მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » „მდგომარეობა საშუალოზე ოდნავ მძიმეა“ – რა მკურნალობა უტარდება კორონავირუსით ინფიცირებულ თენგიზ ცერცვაძეს

„მდგომარეობა საშუალოზე ოდნავ მძიმეა“ – რა მკურნალობა უტარდება კორონავირუსით ინფიცირებულ თენგიზ ცერცვაძეს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგოამრეობა საშუალოზე ოდნავ მძიმეა, თუმცა მკურნალობას ექვემდებარება. ამის შესახებ jandacva.ge-ს კლინიკიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძეს აღენიშნება ტემპერატურა და ხველა. მას უკეთდება „რემდესივირის“ გადასხმები, იღებს სიცხის დამწევ პრეპარატებს, ასევე იღებს D და C ვიტამინსა და ცინკს.

თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს ანა თოფურიას კორონავირუსი არც სწრაფი და არც პისიარ-ტესტირებით არ დაუდასტურდა.

შეგახსენებთ, რომ ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელს კორონავირუსი გუშინ, სწრაფი ტესტით დაუდასტურდა. მან კორონავირუსი 2020 წლის ნოემბერშიც გადაიტანა.

იხილეთ ასევე

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ერთ თვეში საქართველოში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა

ამ ეტაპზე ქვეყანაში ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რაოდენობა 150-200-ს არ აღემატება, ერთ თვეში კი ინფექციამ 6 ადამიანი …