მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკამენტების ფასების ნაწილში NDI-ს კვლევის მეთოდოლოგიის მიმართ შეკითხვები გაჩნდა 

მედიკამენტების ფასების ნაწილში NDI-ს კვლევის მეთოდოლოგიის მიმართ შეკითხვები გაჩნდა 

წამლების საფასური მოსახლეობისთვის კიდევ უფრო დიდი გამოწვევა გახდა – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია აღნიშნული.

კითხვაზე – რა არის ამჟამად ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი სამი ყველაზე დიდი პრობლემა? – გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი, 76% პასუხობს, რომ ეს წამლების საფასურია. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 56 % იყო. პრობლემების სამეულში მეორეა ექიმთან ვიზიტის ღირებულება – ამის შესახებ NDI-ს გამოკითხულთა 41% საუბრობს  (შარშან ეს მაჩვენებელი 25% იყო). მესამე, ყველაზე სერიოზულ პრობლემად კი სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის ნაკლებობა სახელდება (გამოკითხულთა 30%). შემდეგ კი მოდის ისეთი პრობლემები, როგორიცაა წამლების დაბალი ხარისხი, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, ასევე ბიუროკრატია ჯანდაცვის სისტემაში.

ეკონომისტი პაატა ბაირახტარი, რომელიც მედიკამენტების ბაზარს წლებია იკვლევს, ამბობს, რომ კვლევის ამ ნაწილის შედეგები არალოგიკურია და ამის მიზეზი მის მეთოდოლოგიაში უნდა ვეძებოთ. ბაირახტარის თქმით, ფაქტია, რომ თურქული მედიკამენტების პროგრამის შედეგად ათობით დასახელებული წამლის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამასთან, ის შემდეგ გარემოებაზე აკეთებს აქცენტს: ამ პროგრამით მოსახლეობის ფართო ფენებს არ უსარგებლიათ და მოქალაქეთა ნაწილისთვის, რომელიც მოიხმარს არა ამ პროგრამით გათვალისწინებულ, არამედ სხვა, სპეციფიკურ წამლებს, შესაძლოა მედიკამენტები ინფლაციის გამო მართლაც გაძვირდა.  მოსახლეობის მეორე ნაწილი კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, „იაფი მედიკამენტების“ პროგრამის მომხმარებელი საერთოდ არაა. თუმცა, რატომ მოხვდნენ სწორედ ამ კატეგორიის ადამიანები „ენდიაის“ მიერ გამოკითხულთა შორის  უმრავლესობაში – ექსპერტს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. მისი თქმით, გამოკითხვის ამ ნაწილში მნიშვნელოვანია განმარტებული იყოს კვლევის მეთოდოლოგია, გამოკითხულთა ასაკი და სხვა მონაცემები.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

„სტომატოლოგიურ კლინიკებს საანესთეზიო საშუალებების დეფიციტი არ ექნებათ“ – რამ გამოიწვია სექტორში პანიკა

GDP-ს ვალდებულების ამოქმედების შემდეგ სტომატოლოგიური მასალების საბითუმო დისტრიბუტორებისთვის საანესთეზიო საშუალებების დისტრიბუციისთვის ახალი სტანდარტის დაკმაყოფილება გახდა …