მთავარი » ჯანდაცვა » მედიკამენტების ხარისხის კვლევა შეგვაძლებინებს მედიკამენტების ფასის შემცირებას
საქართველოში არ არსებობს მედიკამენტების ხარისხის კვლევის სისტემა. ეს არის ის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედები, რაც შეგვაძლებინებს მედიკამენტების ფასის შემცირებას.

მედიკამენტების ხარისხის კვლევა შეგვაძლებინებს მედიკამენტების ფასის შემცირებას

საქართველოში არ არსებობს მედიკამენტების ხარისხის კვლევის სისტემა. ეს არის ის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედები, რაც შეგვაძლებინებს მედიკამენტების ფასის შემცირებას, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გადაცემა „2030“-ში.

მისი თქმით, მთავრობის ამოცანაა წამლის ცვლილების კანონებში ისეთი სისტემის შექმნა, რომ ქართული ფარმაცევტული ბაზარი მიმზიდველი გახდეს კონკურენტებისთვის.

„როცა ბაზარი გახდება მიმზიდველი კომპანიებისთვის, შემოვა რამდენიმე კომპანია და ეს კონკურენცია ფასის დამწევი გარანტი გახდება, მეორე მხრივ, უნდა იყოს ხარისხის კონტროლი, რომ მედიკამენტები, რომლებიც ახლა უფრო ხშირად მოიხმარება, იყოს შემოწმებული, დღეისათვის ჯენერიკებთან მიმართებაში სიფრთხილეს ვიჩენთ, რადგან არ გაგვაჩნია ხარისხის კონტროლის სისტემა. კიდევ ვიმეორებ, საქართველოში არ არსებობს მედიკამენტების ხარისხის კვლევის სისტემა. ეს არის ის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედები, რაც შეგვაძლებინებს მედიკამენტების ფასის შემცირებას“.

ghn.ge

2030

იხილეთ ასევე

„ფაიზერის“ ფირმის ვაქცინით იმუნიზაცია საქართველოს 7 კლინიკაში დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინაციის …