მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკამენტების ხარისხზე კონტროლი ინდური წარმოების პრეპარატების მიმართ დამოკიდებულებას შეცვლის

მედიკამენტების ხარისხზე კონტროლი ინდური წარმოების პრეპარატების მიმართ დამოკიდებულებას შეცვლის

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა და ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა შეაფასა და თავისი აზრი დააფიქსირა საოჯახო მედიცინის რეგიონალური ცენტრის ოჯახის ექიმმა ანა ანთაძემ.

ექიმის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმები ეფექტური და მისაღებია, მაგრამ არის რაღაც დეტალები, რომლებიც საჭიროებს დახვეწას:

,,ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ოჯახის ექიმის წინ წამოწევა პაციენტს საგრძნობლად გაუმარტივებს საქმეს. მათ აღარ მოუწევთ გაურკვევლად სიარული ვიწრო სპეციალისტებთან.

პაციენტებს შეუძლიათ დაავადების საწყის ეტაპზევე მიაკითხონ ოჯახის ექიმს, რომელიც დაუნიშნავს შესაბამის მკურნალობის კურსს, საჭიროების შემთხვევაში კი გადაამისამართებს ვიწრო სპეციალისტთან.

რაც მთავარია, ეს ოჯახის ექიმთან ვიზიტი არის სრულიად უფასო და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიაკითხოს მას პროფილაკტიკის მიზნით. ეს ყველაფერი ისევ და ისევ, პაციენტების სასიკეთოდ არის გაკეთებული.

იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახის ექიმის როლი საგრძნობლად იზრდება, მას, რა თმა უნდა ემატება საქმეც და ძალიან დიდი ძალისხმევის ჩადებაც უწევს.ამიტომ კარგი იქნება, თუ მათი დაფინანსების საკითხიც წინ წამოიწევა და ხელფასებიც თუ გაეზრდებათ“.

რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, ექიმის დადეფითად აფასებს, თუმცა იაჩნია, რომ ბევრი რამ ჯერ კიდევ,   დასახვეწია:

„ძალიან დიდი ფინანასური სახსრები იხარჯება არამიზნობრივად. მიმაჩნია, რომ ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ კერძო დაზღვევა, საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში არ უნდა იყვნენ ჩართულნი. ამ პროგრამით უნდა სარგებლობდნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც არიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ასევე პენსიონერები და ზოგადად გაჭირვებული მოსახლეობა.

იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ მაღალი შემოსავალი, შეუძლიათ ისარგებლონ კერძო დაზღვევით. სხვა მხრივ, უაღრესად კარგი რეფორმაა და პაცენტებიც ძალიან კმაყოფილები არიან’’.

ანა ანთაძემ მედიკამენტების ფასებზეც ისაუბრა და დღეს არსებულ მდგომარეობას კატასტროფული უწოდა:

,,ყველა მედიკამენტი გაძვირებულია. პაციენტები, ფიზიკურად, ვეღარ ახერხებენ მედიკამენტების შეძენას და მკურნალობას. მართლაც, რომ კატასტროფულ სიტუაციაა ამ მხრივ.

ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფო დაარეგულირებს პრობლემებს და ინიციატივას, რომელიც ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებას ითვალისწინებს, მივესალმები.

ამათან, მედიკამენტების ხარიხზე კონტროლის გამკაცრებით ინდური წარმოების მედიკამენტების მიამრთ ნდობა ამაღლდება და პაციენტი მის ხარისხსა და ეფექტურობას ეჭვის ქვეშ აღარ დააყენებს“.

presa.ge

იხილეთ ასევე

„მოდერნას“​ მიერ შექმნილმა „კოვიდ-19“-ის ვაქცინამ მოზარდებში 96-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა

„მოდერნას“​ მიერ შექმნილმა „კოვიდ-19“-ის ვაქცინამ მოზარდებში 96-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა. ინფორმაციას CNN კომპანიის აღმასრულებელ დირექტორზე, შტეფან …