მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკამენტების რეცეპტის გარეშე გაცემაში სამი მეწარმე სუბიექტი ამხილეს
მედიკამენტების რეცეპტის გარეშე გაცემაში სამი მეწარმე სუბიექტი ამხილეს

მედიკამენტების რეცეპტის გარეშე გაცემაში სამი მეწარმე სუბიექტი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში  სამი მეწარმე სუბიექტი ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული მეწარმეები, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, იმერეთის რეგიონში მდებარე მათი კუთვნილი აფთიაქებიდან  სანებართვო და სალიცენზიო პირობების დარღვევითა და შესაბამისი რეცეპტის გარეშე,  სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას ახორციელებდნენ. რის შედეგადაც,  ყოველგვარი რეგულაციისა და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, სამოქალაქო ბრუნვაში მოექცა ფსიქოტროპული და  სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული დიდი ოდენობით  მედიკამენტები.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 1- დან 3 წლამდე.

gurianews.com

იხილეთ ასევე

GMP სტანდარტის დაუკმაყოფილებლობის გამო ფარმაცევტული საწარმოების თითქმის 80%-ს საქმიანობა შეეზღუდა

GMP სტანდარტის დაუკმაყოფილებლობის გამო საქართველოში რეგისტრირებულ 38 ფარმაცევტულ საწარმოს საქმიანობა შეზღუდული აქვს. მათ შორისაა „გეომედი,“ …