მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკამენტებზე ფასმა კიდევ მოიმატა
სახელმწიფო უნდა ეცადოს არ დატოვოს უკონტროლოდ კარტერული გარიგებები.სულ რამდენიმე კომპანიის ხელშია დღეს ფარმაცევტული ბაზარი, რაც კონკურენციას ხელს უშლის.

მედიკამენტებზე ფასმა კიდევ მოიმატა

ბოლო ერთი კვირაა მედიკამენტებზე ფასმა კიდევ მოიმატა. მიზეზად ლარის გაუფასურება სახელდება.

როგორც ”ჯი-ეიჩ-ენს” სამედიცინო და სადაზღვევო საკითხებში ექსპერტმა კახა ჯაყელმა განუცხადა, არასტაბილური სავალუტო ვითარების ფონზე, წამყვანმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა თავისი გადაწყვეტილებით გარკვეულ პრეპარატებზე მცირედი ფასნამატი მოახდინა.

თუმცა, ეროვნული ვალუტის დასტაბილურება კი ღირებულებაზე არ აისახება. რჩება გაძვირებული ფასი და გაუფასურების შემდეგ ისევ ემატება.

”ეს ლარის გაუფასურების მერამდენე ეტაპია და მოლოდინი მუდამ გაუფასურებისკენ რომ არის, ეს იწვევს არამდგრადობის, არასტაბილურობის განცდას იმპორტიორ კომპანიებში. მათ თავიანთი მოგების დაკარგვის შიში აქვთ და ამიტომ უწევენ ფასს. თითქმის ყველა კომპანიაში მოხდა ფასის ზრდა, 3-4 მთავარი კომპანიაა – მაგალითად, ეს არის ”ავერსი”, პე-ეს-პე”, ”ჯი-პი-სი”.

ძირითადად ესენი ქმნიან ბაზარზე განწყობას. მათი პოლიტიკა ერთმანეთისას იმეორებს. ეს მაგათი პოლოტიკაა, გაუვიდათ აწეული ფასით მომხმარებელთან ურთიერთობა. კლიენტი აწეული ფასით პროდუქტს ყიდულობს, აქედან გამომდინარე დაკლება აღარავის უნდა, ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომელიც სუბიქტურ ხასიათს ატარებს.

ამის დარეგულირება არავის შეუძლია, ეს უნდა დაარეგულიროს ბაზარმა და მომხარებელმა, უნდა გამოთქვას პროტესტი. თუ პროტესტი არ გამოხატა მომხარებელმა, ერთ ჭიქა წყალს ათ ლარად დაგალევინებენ”, _ აცხადებს კახა ჯაყელი.

რაც შეეხებათ თავად ფარმაცეპტულ კომპანიებს, ისინი ,,ჯი-ეიჩ-ენთან” ფასის მატებას არ ადასტურებენ.

ghn.ge

იხილეთ ასევე

რეგულირების სააგენტომ ბაზრიდან Marion Biotech-ის წარმოების მედიკამენტი “ნოლგრიპ ჯუნიორი” გამოითხოვა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომკომპანია Marion Biotech-ის მიერ წარმოებული პრეპარატი, ნოლგრიპჯუნიორი – NOLGRIPP Junior, …