მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკამენტებზე გამკაცრებული კონტროლის შემდეგ ბაზარზე ვეღარ მოხვდება დაბალხარისხიანი პროდუქცია
თამარ ცინცაბაძის თქმით, გამკაცრებული კონტროლის შემდეგ ბაზარზე ვეღარ მოხვდება დაბალხარისხიანი და ნაკლებმოქმედი მედიკამენტები, რაც მოსახლეობაში ნდობას გაზრდის.

მედიკამენტებზე გამკაცრებული კონტროლის შემდეგ ბაზარზე ვეღარ მოხვდება დაბალხარისხიანი პროდუქცია

ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრებას გეგმავს. ამუშავდება პროგრამა, რომელიც კონტროლის გამკაცრებისკენაა მიმართული.

ახალი პროგრამით გათვალისწინებული იქნება მედიკამენტების ხარისხის გადაკონტროლება ევროპის შესაბამისი ლიცენზიის მქონე ლაბორატორიებში. ასევე, გაკონტროლდება იმ ნედლეულის ხარისხიც, რომლითაც ქარხნებში მზადდება მედიკამენტები.

აღნიშნულ პროგრამას მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” წარმომადგენელი, თამარ ცინცაბაძე გამოეხმაურა.

„რამდენჯერმე ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ როდესაც გაგვიგია ახლობლებისგან, მედიკოსებისგან, რომ ამა თუ იმ ფირმის ესა თუ ის წამალი არ იყიდო, არ მოქმედებს და ასე შემდეგ. ხშირად ეს ეხება ანტიბიოტიკებს და ნებისმიერ სხვა პრეპარატს. მოსახლეობა და თავად მედპერსონალი არის უკმაყოფილო მთელი რიგი მედიკამენტებისა, რადგან ვერ ღებულობენ იმ შედეგებს და არ არის ამ მედიკამენტის იმ დონის აქტივობა, რომელიც დაფიქსირებულია აღწერილობაში.

ცნობილია, რომ ურთიერთობა დამყარდება ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში არსებულ ლაბორატორიებთან, რომლებიც თავიანთი აღჭურვილობით იძლევიან შესაძლებლობას, სათანადოდ მოხდეს მედიკამენტების ხარისხის გადასინჯვა და გაიცეს შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც ასი პროცენტით გახდება დასაყრდენი.  ეს აუცილებელი და მნშვნელოვანი გადაწყვეტილებაა“.

თამარ ცინცაბაძის თქმით, გამკაცრებული კონტროლის შემდეგ ბაზარზე ვეღარ მოხვდება დაბალხარისხიანი და ნაკლებმოქმედი მედიკამენტები, რაც მოსახლეობაში ნდობას გაზრდის.

„სტერეოტიპი დამკვიდრდა და განწყობა, რომ ჯენერიკები, ინდური წამროების მედიკამენტები არ ვარგა. მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრდება ხელს შეუწყობს  ბაზარზე ხარისხიანი მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებას, რომელიც ყველა ხარისხის მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ეს მოსახლეობაში შეცლის დამოკიდებულებას,  გაზირდება ინფორმაციულობის დონე, ისინი  დაინახავენ რომ ამა თუ იმ მედიკამენტებისან სასურველი შედეგი მიიღეს და შესაბამისად, ნდობაც გაიზრდება“, – მიიჩნევს თამარ ცინცაბაძე.

economic.ge

იხილეთ ასევე

ფარმაცევტული კომპანიებისთვის რეგულაციები არ გადავადდება – ჯანდაცვის მინისტრი ბიზნესს მხარდაჭერას პირდება

“ხელს შეგიწყობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯებით და რაც შეიძლება უსაფრთხოდ გადავიდეთ GMP სტანდარტზე”, – …