მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოება დაარეგულირებს
ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოვება დაანონსდა,ეს აუცილებელი წინაპირობაა,რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოება დაარეგულირებს

ქვეყანაში მედიკამენტების გაძვირების ფონზე ჯანდაცვის სამინიტრომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების შემოსვლა და მათი სეგმენტის გაფართოვებაც დაანონსა და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.

უნიშნავენ თუ არა ქართველი ექიმები პაციენტებს ჯენერიკ მედიკამენტებს? როგორ ხდება მათი შერჩევა და რა შემთხვევაში ანიჭებენ უპირატესობას ბრენდულ მედიკამენტებს, ჯანერეკ მედიკამენტების, მათ შორის ინდური ჯენერიკებს ბაზარზე პრაქტიკაში გამოყენების საკითხზე ოჯახის ექიმი კახეთში, სოფელ ქვემო ბოდბეში – ლელა ბეგაშვილი საუბრობს:

„მოგეხსენებათ სოფელად ხალხი მეტად გაჭირვებულია. სწორედ ჯენერიკ მედიკამენტია ის გამოსავალი, რაც პაციენტს შვებას მისცემს. რომელსაც ძვირადღირებულ წამალზე ხელი არ მიუწვდება, სწორედ ჯენერიკით ვუმკურნალებთ. შესაბამისად, ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება ბაზარზე აუცილებელი და მნიშვნელოვანია. სამწუხაროა, რომ ბოლო დროს ძალიან გაძვირდა ანტიბიოტიკები, ხველის მიქსტურები.

ჯენერიკებზე გადასვლა განსაკუთრებით შეღავათის მიმცემი იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, რომლებსაც მუდმივად უწევთ კონკრეტული ტიპის მედიკამეტების მიღება“.

შეგახსენებთ, რომ სულ მალე, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ ამბიციური გეგმებით შემოვა და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება. წარმოდგენილი და საქართველოში ძალიან მალე შემოვა.

მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტები გაიაფდება.

info9.ge

იხილეთ ასევე

„მოდერნას“​ მიერ შექმნილმა „კოვიდ-19“-ის ვაქცინამ მოზარდებში 96-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა

„მოდერნას“​ მიერ შექმნილმა „კოვიდ-19“-ის ვაქცინამ მოზარდებში 96-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა. ინფორმაციას CNN კომპანიის აღმასრულებელ დირექტორზე, შტეფან …