მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოება დაარეგულირებს
ქვეყანაში მედიკამენტების გაძვირების ფონზე ჯანდაცვის სამინიტრომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოვებაც დაანონსა.

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოება დაარეგულირებს

„ჯენერიკებს ვენდობი და პრაქტიკაში ვიყენებ”  – მედიკოსები  ჯენერიკ მედიკამენტებს ნდობას უცხადებენ.

სულ მალე, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე  კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია”  ამბიციური გეგმებით შემოვა  და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. როგორც კომპანიაში  აღნიშნავენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში ძალიან მალე შემოვა.

მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და  მედიკამენტები გაიაფდება.

ქვეყანაში მედიკამენტების გაძვირების ფონზე ჯანდაცვის სამინიტრომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების შემოსვლა და მათი სეგმენტის გაფართოვებაც დაანონსა  და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. 

უნიშნავენ თუ არა ქართველი ექიმები პაციენტებს ჯენერიკ მედიკამენტებს? როგორ ხდება მათი შერჩევა და რა შემთხვვეაში ანიჭებენ უპირატესობას ბრენდულ მედიკამენტებს, ჯენერეკ მედიკამენტების, მათ შორის ინდური ჯენერიკებს ბაზარზე პრაქტიკაში გამოყენების საკითხზე ქუთაისის საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასწავლო ცენტრის ტრენერმა და ოჯახის ექიმმა ქეთევან ჯუღელმა ისაუბრა:

“მოსაზრება, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა შეიძლება გარკვეულწილად ჯენერიკ მედიკამენტების უფრო დიდი რაოდენობით იმპორტითა და დაბალი ფასებით გადაწყდეს, ვფიქრობ, ოპტიმალურია. მოსახლეობას მართლაც უჭირს ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენა.

თუ სახელმწიფო გააკონტროლებს ჯენერიკების ხარისხს, ეს არანაირ პრობლემას არ შექმნის მკურნალობის თვალსაზრისით. ჯენერიკების ხარისხი, რა თქმა უნდა, გასაკონტროლებელია, რადგან ჯენერიკების შემოტანა გულისხმობს ხელმისაწვდომობის გაზრდას, ვფიქრობ, მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება”, – ამბობს ჯუღელი.

ექიმი ინდური წარმოების მედიკამენტებსაც შეეხო და აღნიშნა:

„ვფიქრობ სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს ნაკლებად ცნობილი მედიკამენტების ხარისხი. როდესაც პაციენტს დანიშნულებას ვაძლევ, ყოველთვის ვითვალისწინებ მის სოციალურ მდგომარეობას, რადგან, თუ გავა ჩემი კაბინეტიდან და ვერ შეიძენს წამალს, რა აზრი ექნება ჩემთან მოსვლას” – განაცხადა ჯუღელმა.

ჰუმანითი ჯორჯიას” ბაზარზე შემოსვლას მივესალმები. რაც მეტი წამალი იქნება ბაზარზე,რასაკვირველია, უმჯობესია, რადგან უფრო მეტი არჩევანი გვექნება. წინასწარ ზუსტად ვერაფერს ვიტყვი,  მათ მიერ იმპორტირებული პრეპარატების შედეგიანობა, ხარისხი და ასეშემდეგ. თუ მათი მედიკამენტები ხარისხიანი იქნება, იოლად მოახერხებს კომპანია ჩვენს ბაზარზე თავის დამკვიდრებას.

ექიმები როდესაც გამოვცდით მათ და კარგ შედეგებს გვიჩვენებს, მათ მიმართ ნდობაც გაჩნდება. ზოგადად, ჯენერიკებს ვენდობი და პრაქტიკაში ვიყენებ. როგორც გითხარით, მთავარია, რომ იყოს ხარისხიანი და შედეგიანი,”განმარტავს თერაპევტი, კარდიოლოგი მირან ქანთარია.

reportiori.ge

იხილეთ ასევე

„მოდერნას“​ მიერ შექმნილმა „კოვიდ-19“-ის ვაქცინამ მოზარდებში 96-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა

„მოდერნას“​ მიერ შექმნილმა „კოვიდ-19“-ის ვაქცინამ მოზარდებში 96-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა. ინფორმაციას CNN კომპანიის აღმასრულებელ დირექტორზე, შტეფან …