მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება დაარეგულირებს
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა შეიძლება გარკვეულწილად ჯენერიკ მედიკამენტების უფრო დიდი რაოდენობით იმპორტითა და დაბალი ფასებით გადაწყდეს.

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება დაარეგულირებს

სულ მალე, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ ამბიციური გეგმებით შემოვა და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. 

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში ძალიან მალე შემოვა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც. ისინი განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტები გაიაფდება. 

ქვეყანაში მედიკამენტების გაძვირების ფონზე ჯანდაცვის სამინიტრომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების შემოსვლა და მათი სეგმენტის გაფართოვებაც დაანონსა და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.

უნიშნავენ თუ არა ქართველი ექიმები პაციენტებს ჯენერიკ მედიკამენტებს? როგორ ხდება მათი შერჩევა და რა შემთხვვეაში ანიჭებენ უპირატესობას ბრენდულ მედიკამენტებს? ჯანერეკ მედიკამენტების, მათ შორის ინდური ჯენერიკების ბაზარზე პრაქტიკაში გამოყენების საკითხზე ქუთაისის საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასწავლო ცენტრის ტრენერმა და ოჯახის ექიმმა ქეთევან ჯუღელმა ისაუბრა

“მოსაზრება იმის შესახებ, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა შეიძლება გარკვეულწილად ჯენერიკ მედიკამენტების უფრო დიდი რაოდენობით იმპორტითა და დაბალი ფასებით გადაწყდეს, ვფიქრობ, ოპტიმალურია. მოსახლეობას მართლაც უჭირს ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენა.

თუ სახელმწიფო გააკონტროლებს ჯენერიკების ხარისხს, ეს არანაირ პრობლემას არ შექმნის მკურნალობის თვალსაზრისით. ჯენერიკების ხარისხი, რა თქმა უნდა, გასაკონტროლებელია, რადგან ჯენერიკების შემოტანა გულისხმობს ხელმისაწვდომობის გაზრდას. ვფიქრობ, მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება“, – აღნიშნა ქეთევან ჯუღელმა.

ექიმი ინდური წარმოების მედიკამენტებსაც შეეხო.

„ვფიქრობ სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს ნაკლებად ცნობილი მედიკამენტების ხარისხი. როდესაც პაციენტს დანიშნულებას ვაძლევ, ყოველთვის ვითვალისწინებ მის სოციალურ მდგომარეობას, რადგან, თუ გავა ჩემი კაბინეტიდან და ვერ შეიძენს წამალს, რა აზრი ექნება ჩემთან მოსვლას”, – განაცხადა ჯუღელმა.

იხილეთ ასევე

დღეს, 20:00 საათიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება

დღეიდან, 5 მაისიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რეგისტრაცია 20:00 …