მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » მელანომის დიაგნოზის მქონე 110 პაციენტი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს

მელანომის დიაგნოზის მქონე 110 პაციენტი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს

მძიმე დაავადების მქონე 110 პაციენტი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს.  მელანომის დიაგნოზის მქონე პაციენტებმა  პეტიცია შეიმუშავეს, რათა დროულად მოხდეს დაავადების სამკურნალო დამიზნებითი და იმუნოთერაპიის მედიკამენტების დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამის შექმნა მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. პეტიცია მიმართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისადმი.

28 მაისს, 16:00 საათზე, სასტუმრო რუმსი თბილისის  სივრცეში „ლოლიტა“  გაიმართება „მრგვალი მაგიდა“ თემაზე „მელანომას მკურნალობის ხელშეწყობა საქართველოში“. შეხვედრის  ძირითად მიზანს  დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა, დაავადებასთან ბრძოლა,  გამოცდილებისდა ცოდნის გაზიარება , რეკომენდირებული სიახლების გაცნობა, დიაგნოსტიკისა და  მკურნალობის ხელმისაწდომობა და დაფინანსების პროცესში სახელმწიფო სტრუქტურებს ჩართულობა  წარმოადგენს.

წელს მსოფლიომ მაისი კანის კიბოს ცნობადობის გაზრდის თვედ  გამოაცხადა და ამ მიზნით სხვადასხვა ქვეყნებში ეწყობა სემინარები,  კონფერეციები, შეხვედრები ექიმებთან და პაციენტებთან და აშ.

მრგვალი მაგიდა, რომელიც „ევროპა დონა საქართველოსა“ და კავკასიის ონკო საზოგადოება „ჰოუფი“ / Caucasus Onco Society H.O.P.E. – ის ორგანიზებით ტარდება,მონაწილეობენ ონკოლოგები და ონკოლოგიასთან მომიჯნავე სპეციალობის ექიმები,  მელანომის დიაგნოზის მქონე პაციენტები, სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები და მედია. შეხვედრაზე ასევე მოხდება კლინიკური შემთხვევების პრეზენტაცია (დიაგნოსტიკური , მკურნალობა, მოსაზრებები და ა.შ)

 

იხილეთ ასევე

აკაკი ზოიძე: ციფრული ჯანდაცვა მოიტანს უკეთესს ხარისხს და დაზოგილ თანხებს

ჯანდაცვის სპეციალისტი აკაკი ზოიძე პირველადი ჯანდაცვის ციფრულ დონეზე გადასვლის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ  სწორი …