მთავარი » ჯანდაცვა » მგონი ყველამ კარგად დავინახეთ, რომ შეფერხება არცერთ ჯანდაცვის პროექტში არ ყოფილა
"წელიწადი სრულდება და მგონი ყველამ კარგად დავინახეთ, რომ შეფერხება არცერთი დღით არ ყოფილა, არცერთ ჯანდაცვის პროექტში", - განაცხადა სერგეენკომ.

მგონი ყველამ კარგად დავინახეთ, რომ შეფერხება არცერთ ჯანდაცვის პროექტში არ ყოფილა

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სამინისტროსათვის 3 მილიარდზე მეტია გამოყოფილი. 

კითხვაზე, იქნება თუ არა ეს თანხა საკმარისი ჯანდაცვის პროექტებისათვის და დაჭირდება თუ არა უწყებას დამატებითი სახსრები, ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ეს სამინისტროს მენეჯმენტზეა დამოკიდებული, რამდენად წარმატებით გაართმევს თავს საქმიანობას.

“რაც შეეხება მომავალ წელს, ჩვენი ძირითადი სტრატეგიაა ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა და პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ჩატარება. იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ეფექტურად შევძლებთ ამის გაკეთებას, ეს არის მთლიანდ სამინისტროს მენეჯმენტზე დამოკიდებული. რაც შეეხება იმ აპოკალიპტურ საფრთხეებს, რომელიც არაერთხელ ჟღერდა, წელიწადი სრულდება და მგონი ყველამ კარგად დავინახეთ, რომ შეფერხება არცერთი დღით არ ყოფილა, არცერთ ჯანდაცვის პროექტში”, – განაცხადა სერგეენკომ.

pia.ge

იხილეთ ასევე

„ფაიზერის“ ფირმის ვაქცინით იმუნიზაცია საქართველოს 7 კლინიკაში დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინაციის …