მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » მინისტრი: ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სექტორის მობილიზაციაზე გადავიდა

მინისტრი: ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სექტორის მობილიზაციაზე გადავიდა

ინფიცირების შემთხვევების მატების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო გადავიდა როგორც ჰოსპიტალური, ისე პირველადი ჯანდაცვის სექტორის მობილიზაციაზე. ამ ეტაპზე მობილიზებულია 5 500 კოვიდ საწოლი, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ გეგმაზომიერად,“- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა პანდემიას გაზრდილი საწოლფონდით, მასშტაბური ტესტირებით, სრულად მობილიზებული მედ-პერსონალითა და მკურნალობის გაუმჯობესებული
რეჟიმით ებრძვის.
„ინფიცირების შემთხვევების მატების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო გადავიდა როგორც ჰოსპიტალური, ისე პირველადი ჯანდაცვის სექტორის მობილიზაციაზე. ამ ეტაპზე მობილიზებულია 5 500 კოვიდ საწოლი, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ გეგმაზომიერად.
ჩვენ ასევე მობილიზებული გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროს ონლაინ-კლინიკა, რომელიც გასულ წელს შევქმენით. მისი დახმარებით შევძელით ეფექტური პირველადი რეაგირების სისტემის ჩამოყალიბება. დამატებითი რესურსი გვაქვს მობილიზებული კლინიკური სასტუმროების სახით, რომელიც წარმოადგენს შუალედურ რგოლს ბინასა და კლინიკაში მკურნალობას შორის. კლინიკური სასტუმროების იდეა საერთაშორისო დონეზე იქნა აღიარებული და გაზიარებული, როგორც ახალი სიტყვა კოვიდის მართვაში. აღნიშნული მოცემულობიდან გამომდინარე ვადასტურებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, მისი საკადრო და ინფრასტრუქტურული რესურსით სათანადოდ არის მომზადებული კოვიდ-19-ის ახალი ტალღის ეფექტურად მართვისთვის,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

იხილეთ ასევე

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა. გასულ დღე-ღამეში ვირუსს 16 ადამიანი ემსხვერპლა და …