მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » მინისტრი: კლინიკებისადმი ფინანსური დავალიანება 200 მილიონი ლარით შემცირდა

მინისტრი: კლინიკებისადმი ფინანსური დავალიანება 200 მილიონი ლარით შემცირდა

სისტემური ცვლილების ფარგლებში ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამების ცენტრალიზებული მართვის მიზნით  მოწესრიგდა კლინიკებისადმი ფინანსური ანგარიშსწორების ვადები, კერძოდ დაფინანსების სამთვიანი ინტერვალი შემცირდა ერთი თვით, რის შედეგადაც  დავალიანება 200 მილიონი ლარით  შემცირდა.  ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს განვითარების 10 წლიანი ხედვის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, განხორციელდა სახელმწიფო პროგრამების ცენტრალიზაცია. სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში გამოვლენილი ხარვეზების ანალიზის საფუძველზე ი მოხდა მისი ინტეგრირება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. გაიზარდა ონკოლოგიური პაციენტების ქიმიოთერაპია/სხივური თერაპიის კომპონენტში არსებული ლიმიტი 8000 ლარით.

2019-2021 წლებში, მოხდა მომსახურების ფასწარმოქმნის სისტემის სტანდარტიზება და დანახარჯების ოპტიმიზაცია.

ტიკარაძე ამბობს, რომ დაწესებულებებში არსებული რადიკალურად განსხვავებული ფასებისა  და ჯიბიდან გადახდების გამო, დაიწყო სამედიცინო სერვისების ერთიანი სატარიფო პოლიტიკის განხორციელება.  მინისტრის განცხადებით, ტარიფიკაციის ფარგლებში სახელმწიფომ   პაციენტებისთვის კარდიო-დეფიბრილატორების უსასყიდლოდ გადაცემა  დაიწყო. პაციენტის ჯიბიდან გადახდა, რომელიც ათეულ ათას ლარზე მეტი იყო, 350-დან 700 ლარამდე თანხით შემცირდა.

მინისტრის თქმით, მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფისა და პაციენტის უფლებების დაცვის მიზნით, გაიზარდა დაწესებულებების მონიტორინგის სიხშირე და ინტენსივობა.

შემუშავდა რეგულირების ახალი ინსტრუმენტები. კერძოდ, გაფართოვდა და დაზუსტდა კლინიკების სანებართვო პირობები და ამოქმედდა ინფექციის კონტროლის შეფასების ინსტრუმენტი. გარდა ამისა, საქართველოში პირველად გაიცა  GDP სერტიფიკატი.

იხილეთ ასევე

თურქეთი საქართველოსთვის, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, მედიკამენტების დაბალ ფასად მიწოდებას გეგმავს

თურქულმა მხარემ საქართველოს,  სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში,  შესაძლოა,  ფარმაცევტული პროდუქცია დაბალ ფასში მიაწოდოს. ამის შესახებ თურქეთში …