მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » მინისტრთა კაბინეტმა ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის პრიორიტეტები განიხილა
მინისტრთა კაბინეტი ყველა უწყების პროექტების პორტფელს ერთობლივად, სამუშაო რეჟიმში განიხილავს,შემდეგ აქტუალური საკითხების პრიორიტეტიზაცია განხორციელდება.

მინისტრთა კაბინეტმა ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის პრიორიტეტები განიხილა

შრომითი ბაზარი და დასაქმების ხელშეწყობა; ხელმისაწვდომი მედიკამენტები; ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა; გამჭვირვალე და სამართლიანი სოციალური მხარდაჭერისა და დახმარების სისტემა და პენსია,

– ასეთია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის ძირითადი პრიორიტეტები, რომელიც მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე დავით სერგეენკომ წარადგინა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა საყოველთაო ჯანდაცვის მდგრადობის პერსპექტივებზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხის გაზრდა, პირველადი ჯანდაცვისა და ადმინისტრაციული რეფორმა, სახელმწიფო სადაზღვევო ფონდის ან სააგენტოს შექმნა და დაფინანსების ინოვაციური მოდელების შემუშავება.

რაც შეეხება შრომის მიმართულებას, ამ მხრივ, სამინისტროს პრიორიტეტები იქნება – სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა აქტიური დაკავშირება, შრომის ბაზრის შესწავლა, ახალ და დეფიციტურ პროფესიებში კადრების მომზადება, შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შრომითი უფლებების დაცვა.

პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის პრიორიტეტები დადებითად შეაფასა და დავით სერგეენკოს მადლობა გადაუხადა.

სამუშაო შეხვედრას პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილმა მსგავსი ფორმატის შეხვედრა რამდენიმე მიმართულებით უკვე გამართა. მინისტრთა კაბინეტი ყველა უწყების პროექტების პორტფელს ერთობლივად, სამუშაო რეჟიმში განიხილავს, რის შემდეგაც აქტუალური საკითხების პრიორიტეტიზაცია განხორციელდება.

epn.ge

იხილეთ ასევე

„ავერსი ფარმა“ ინფექციური კლინიკის დაცლას წლის ბოლომდე ელოდება – როგორია კომპანიის საინვესტიციო გეგმები

თბილისის ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში ფუნქციონირებას 2023 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს სამედიცინო …