მთავარი » ჯანდაცვა » მისაღებია, როცა სტრატეგიული მნიშვნელობის კლინიკებს სახელმწიფო კერძო ინვესტორებთან ერთად მართავს
მიდგომა არის თანამედროვე როცა სტრატეგიული მნიშვნელობის კლინიკებს სახელმწიფო მართავს კერძო ინვესტორებთან ერთად – ეს არის სწორი და მემარჯვენე ორიენტაცია.

მისაღებია, როცა სტრატეგიული მნიშვნელობის კლინიკებს სახელმწიფო კერძო ინვესტორებთან ერთად მართავს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირველი ტური დასრულდა. მეორე ტურში გადასულია მხოლოდ ერთი, ავსტრიული კომპანია „ალფამედი“. ტენდერის მოსალოდნელ შედეგებზე ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა გიორგი ხეჩინაშვილმა ისაუბრა:

“ტენდერი საჭირო და მისაღები იყო. თავად ინიციატივა ცოტა დაგვიანებულიც კი არის. ამ სამივე ობიექტს აქვს თავისი პერსპექტივის კუთხით სტრატეგიული მნიშვნელობა, შესაბამისად, მათი მოწესრიგება აუცილებელია. სჯობს გააზრებულად გაკეთდეს ყველაფერი, ვიდრე ნაჩქარევად. ეს არის ძალიან სწორი მიდგომა და შეესაბამება ჩვენს საჭიროებებსა და გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დღეს დგას ჯანდაცვის სამინისტრო.

რაც მთავარია, მიდგომა არის თანამედროვე. როცა სტრატეგიული მნიშვნელობის კლინიკებს სახელმწიფო მართავს კერძო ინვესტორებთან ერთად – ეს არის სწორი და მემარჯვენე ორიენტაცია. ის ფაქტი, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორი თანაბარ უფლება–მოვალეობებს იღებენ კლინიკების მართვასთან დაკავშირებით, სწორად მიმაჩნია. ეს  მიღებული ფორაა, როდესაც, ჯანდაცვის თანამედროვე სტრატეგიებში აქცენტები მაქსიმალურად  სახელმწიფოს კერძო სექტორთან თანამშრომლობაზე კეთდება. ასეთი თანამშრომლობა ბევრ ქვეყანაში ძალიან გამართლდა.

სახელმწიფომ იცის ქვეყნის პრიორიტეტები, მან იცის რეალურად, მსოფლმხედველობრივი კუთხით რა არის მთავარი და მეორეს მხრივ, აქ არის სრული თანხვედრა. კერძო სექტორი ხშირად უფრო წარმატებულია, ვიდრე სახელმწიფო. ამიტომ ასეთი მიქსი აუცილებელია, საერთაშორისო პრაქტიკაც გვიჩვენებს, რომ ეს არის სწორი გზა”.

presa.ge

იხილეთ ასევე

„ფაიზერის“ ფირმის ვაქცინით იმუნიზაცია საქართველოს 7 კლინიკაში დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინაციის …