მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » „მოდერნას“​ მიერ შექმნილმა „კოვიდ-19“-ის ვაქცინამ მოზარდებში 96-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა

„მოდერნას“​ მიერ შექმნილმა „კოვიდ-19“-ის ვაქცინამ მოზარდებში 96-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა

„მოდერნას“​ მიერ შექმნილმა „კოვიდ-19“-ის ვაქცინამ მოზარდებში 96-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა. ინფორმაციას CNN კომპანიის აღმასრულებელ დირექტორზე, შტეფან ბანკელზე დაყრდნობით ავრცელებს. ცდაში 12-დან 17 წლამდე მოზარდები მონაწილეობდნენ.

„მოხარულები ვართ შუალედური ანგარიშის შედეგებით. წინასწარი მონაცემებით, ვაქცინა მოზარდებში ვირუსის წინააღმდეგ 96 პროცენტითაა ეფექტური და მას სერიოზული უკუჩვენებები არ მოჰყოლია“, – განაცხადა შტეფან ბანკელმა.

ამ დროისთვის „მოდერნას“ ვაქცინა 18 წელს ზემოთ ადამიანებისთვისაა რეკომენდებული.

 

1tv.ge

იხილეთ ასევე

დღეს, 20:00 საათიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება

დღეიდან, 5 მაისიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რეგისტრაცია 20:00 …