მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » „მოგვიწევს ფიქრი შეზღუდვების კვლავ დაწესებაზე“- ზვიად კირტავას შეფასება

„მოგვიწევს ფიქრი შეზღუდვების კვლავ დაწესებაზე“- ზვიად კირტავას შეფასება

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის” ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელი, ზვიად კირტავა კორონა ვირუსის დადასტურებული შემთხვევების აღმავალ სტატისტიკას აფასებს.

 

„იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობის მხოლოდ 31%-ია სრულად აცრილი, არაა გასაკვირი, რომ სექტემბრიდან მობილობის ზრდის ფონზე მოხდა ინფიცირების შემცირების ტენდენციის ისევ შემობრუნება და ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო დღეებში უკვე ძალიან მაღალ დონეს – თითქმის 5,000-ს აღწევს. ტესტების დადებითობის მაჩვენებელიც დასაშვები 4%-დან – 8%-10%-მდე გაიზარდა. ზაფხულში არსებული ვაქცინაციის მაღალი ტემპი (დღიურად 25-30 ათასამდე აცრა) მნიშვნელოვნად შემცირდა (ბოლო დღეებში – 5-6 ათასამდე). უნდა მოხერხდეს ვაქცინირების ტემპების სწრაფად გაზრდა, და დისტანცირების და პირბადის ტარების წესის დაცვა. სხვანაირად, მძიმე ახალი ტალღის ასაცილებლად, სამწუხაროდ, მოგვიწევს ფიქრი შეზღუდვების კვლავ დაწესებაზე, რაც ეკონომიკისთვის და სასწავლო პროცესისთვის ძალიან არასასურველი იქნება. იმ ქვეყნებმა, რომელთაც ვაქცინაციის მაღალ მაჩვენებელს (65-80%) მიაღწიეს, მოახერხეს – ეკონომიკის სრულად გახსნის მიუხედავად, – კოვიდ-19 მძიმე შემთხვევების, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის მნიშვნელოვანი შემცირება,” -განაცხადა ზვიად კირტავამ.

იხილეთ ასევე

თბილისში ბაღების ნახევარზე მეტი დახურულია, ქვეყნის მასშტაბით კი 108 სკოლა და 687 კლასი დისტანციურ რეჟიმზეა

ბოლო კვირის მონაცემით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი. ინფორმაციას …