მთავარი » დაზღვევა » მოსახლეობის 56% მზად არის საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯი სახელმწიფოსთან ერთად გაწიოს

მოსახლეობის 56% მზად არის საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯი სახელმწიფოსთან ერთად გაწიოს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 2016 წლის 16-28 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა.

გამოკითხვაში, რომელიც ჩვენი დაკვეთით, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) განახორციელა, მონაწილეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 2032 ადამიანმა მიიღო.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ნაწილი, რომელიც მზად არის ფინანსური პასუხისმგებლობა სახელმწიფოსთან ერთად გაიზიაროს, 2015 წელთან შედარებით 10 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, კერძოდ, მოსახლეობის 56% ჯანდაცვაზე ფინანსურ პასუხისმგებლობას სახელმწიფოსთან ერთად საკუთარ თავსაც აკისრებს, რაც, შესაბამისი ანალიზით დგინდება, რომ საქართველოს სულ მცირე 2.5 მილიონ მოქალაქეს უდრის. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიაჩნია, რომ: საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი მზად არის საკუთარ ჯანდაცვაზე ფინანსური პასუხისმგებლობა სახელმწიფოსთან ერთად გაინაწილოს, თუ მას მასზე მორგებულ პაკეტს შესთავაზებენ.

„ვფიქრობთ, ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რაც საქართველოს მთავრობას საშუალებას აძლევს გათანაბრებითი მიდგომა დიფერენცირებული მიდგომით შეცვალოს, დაადგინოს, როგორია მოსახლეობის ამ ნაწილის მოლოდინები ჯანდაცვის სასურველ სერვისებთან დაკავშირებით და გამოთავისუფლებული რესურსი, როგორც სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ისე, საზოგადოდ, უკეთესი ჯანდაცვისკენ მიმართოს.

აქ, ჩვენი აზრით, საუკეთესო გამოსავალია, სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ჩაანაცვლოს ბენეფიციარების გარკვეული კატეგორიებისთვის თანაგადახდის პრინციპზე დაფუძნებული სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით, რომელსაც სადაზღვევო კომპანიები განახორციელებენ და ყველა ბენეფიციარს ექნება მისთვის სასურველი სადაზღვევო კომპანიის არჩევის საშუალება.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უნდა შექმნას რეცეპტების სისტემის გვერდის ავლის პრევენციის ეფექტური მექანიზმი, მათ შორის უზრუნველყოს ელექტრონული რეცეპტების სისტემაზე დროული გადასვლა და ელექტრონული რეცეპტების სისტემის შედეგიანი მონიტორინგი”, – განმარტავენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“. 

businesscontact.ge

იხილეთ ასევე

ონკოპაციენტები, რომლებსაც სადაზღვევო სისტემა სრულფასოვანი მკურნალობის გარეშე ტოვებს

40 წლის მაია ხარაიშვილის ისტორია არა მხოლოდ ერთი ონკოპაციენტის, არამედ ყველა იმ ადამიანის ისტორიაა, რომლებიც …