მთავარი » ახალი ამბები » მოსახლეობის ღარიბი ფენა ჯანდაცვის სრული პაკეტით უნდა დაფინანსდეს, საშუალო ფენა კი თანაგადახდით
მოსახლეობის ღარიბი ნაწილი უნდა დაფინანსდეს სრული პაკეტით, რომელიც მოიცავს ყველა სერვისს მათ შორის მედიკამენტებს, საშუალო ფენას უნდა ჰქონდეს თანაგადახდა.

მოსახლეობის ღარიბი ფენა ჯანდაცვის სრული პაკეტით უნდა დაფინანსდეს, საშუალო ფენა კი თანაგადახდით

ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა – „გირჩი“ ჯანდაცვის პრეს-კლუბში ჯანდაცვის პროგრამა წარადგინა. გირჩის ერთ-ერთი დამფუძნებლის ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ყველა ფენა დაცული იყოს ჯანდაცვის „კატასტროფული ხარჯებისგან“.

როგორც მეგრელიშვილი განმარტავს, დაფინანსება უნდა იყოს დიფერენცირებული ოჯახის კეთილდღეობის შესაბამისად.

ამასთან, მეგრელიშვილი აცხადებს, რომ საზოგადოების შეძლებული ფენა, შემცირებული გადასახადების ფონზე, თავად შეძლებს საკუთარი ჯანდაცვის ხარჯების დაფარვას, ღარიბ ფენას კი დაფინანსების სრული პაკეტი უნდა ჰქონდეს.

“ჩვენი მოსახლეობის ღარიბი ნაწილი უნდა დაფინანსდეს ბევრად უფრო სრული პაკეტით, რომელიც მოიცავს ყველა სერვისს მათ შორის მედიკამენტებს, საშუალო ფენას უნდა ჰქონდეს თანაგადახდა. კატასტროფული ხარჯებისგან უნდა დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა, ხოლო მდიდარ ფენას, რომელსაც საგადასახადო შეღავათების გამო, თავად ჯიბეში დარჩება საკმარისი რადენობის ფინანსური რესურსი, მან თავად უნდა იზრუნოს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

businesscontact.ge

იხილეთ ასევე

დასაქმებულთა ფსიქიკური ჯანმრთელობა უარესდება – რეკომენდაციები ხელმძღვანელებისთვის

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები სამუშაო ადგილებზე – ამ საკითხით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია …