მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » მოსახლეობის ნახევარზე მეტი ინტერნეტს ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიებისთვის იყენებს

მოსახლეობის ნახევარზე მეტი ინტერნეტს ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიებისთვის იყენებს

15 წელს გადაცილებული მოქალაქეების დიდი ნაწილი,  (95.9%) ინტერნეტში სოციალური ქსელების გამოყენების მიზნით შედის, ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირის მიზნით ინტერნეტს მათი 91.2% იყენებს, ინტერნეტის გამოყენების მიზნად ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიებას კი 51.4% მიმართავს. შემდეგაა ონლაინ ახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (49.3%), საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (43.3%), ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (41.3%), ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (40.1%) და სხვა.

ეს შედეგები ეხება 15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 3 თვეში ინტერნეტის მომხმარებელ მოსახლეობას.

მონაცემებს სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

სტატისტიკის თანახმად, შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2022 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ინტერნეტით უზრუნველყოფილია საქართველოს შინამეურნეობების 88.4 პროცენტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.3 პროცენტული პუნქტით აღემატება.

 

იხილეთ ასევე

„ავერსი ფარმა“ ინფექციური კლინიკის დაცლას წლის ბოლომდე ელოდება – როგორია კომპანიის საინვესტიციო გეგმები

თბილისის ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში ფუნქციონირებას 2023 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს სამედიცინო …